სხვა 4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია 2018, 21 ოქტომბერი, 19:53
ყოფილმა მეხანძრემ, გაბრიელა მაიერსმა და მისმა ცოლმა, დებიმ ცხოვრებაში ყველაზე აუხსნელი რამ გააკეთეს: მათ ჩიკაგოში 7-ოთახიანი საკუთარი სახლი გაყიდეს და 4 ბავშვთან ერთად ბორბლებიან სახლში გადავიდნენ, რომელიც ძველი სასკოლო ავტობუსისგან არის გაკეთებული.
სრულად გამოუსადეგარი ძველი სასკოლო ავტობუსი სახლისთვის გაბრიელმა და დებიმ 38 ათას დოლარად შეიძინეს. ამასთან გადაწყვეტილება სპონტანური არ იყო - წყვილის თქმით, ძველ სახლში სულ ანგარიშებში იყვნენ ჩაფლულნი, ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ და თავს უბედურად გრძნობდნენ. მათი ერთობლივი ოცნების მწვერვალი კი აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე ერთად მოგზაურობა გახდა.
და ერთ მშვენიერ დრეს, როცა დების ერთ-ერთი მეგობარმა ავტობუსებიდან გადაკეთებული სახლების არსებობის შესახებ უამბო, მას იდეა გაუჩნდა. ქმარი მხარი აუბა და ასეთი სახლი-ავტობუსების საზოგადოებას ენთუზიაზმით შეუერთდნენ. ყველა ნიუანსის შესწავლის შემდეგ, წყვილმა შესაფერისი ავტობუსი 2000 Thomas High Top იყიდა და გადასაკეთებლად სპეციალური კომპანია დაიქირავა.
მაიერსების ახალი სახლი ბორბლებზე 6 თვის შემდეგ მზად იყო. მათ დაუფიქრებლად 460 კვ.მ ფართობის ურბანული სახლი მობილურ 23 კვ.მ ფართობის სახლით შეცვალეს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ფართობი საკმარისი გახდა რომ ოჯახის 6 წევრი დატეულიყო. ძველი ავტობუსიდან გადაკეთებული სახლი შიგნიდან საკმაოდ ლამაზი და მყუდრო ჩანს. სალონში მძღოლის სავარძელთან ორი გასაშლელი დივანი, მისაღები და ამავდროულად სასტუმრო საძინებელია! ოჯახის წევრების საძინებლები ავტობუსის კუდშია. სასტუმროს სამზარეულო მოჰყვება, მას კი საძინებლები. ჯერ ბავშვების ორსართულიანი საწოლები, შემდეგ კი მშობლების საძინებელი. ამასთან აქ გარდერობიც მოთავსდა! სახლი ძველი ავტობუსიდან თავიდან მაიერსების „ახალი სახლი“ ახალივით სულ არ იყო... მაგრამ აღსანიშნავია რომ წყვილმა სკოლის ავტობუსში 38 ათასი დოლარი გადაიხადა. ახლა ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადავიდა. მათი თქმით, ისინი ბედნიერები არიან. თუმცა მოგზაურობის დროს ასეთ სახლში ცხოვრების ხარვეზებიც გამოჩნდა. მაგ., დების თქმით გასარეცხად ტანსაცმლის სულ საჯარო სამრეცხაოებში წაღება უწევს, რაც არა კომფორტულია. ხოლო თუ ავტობუსი არ მოძრაობს, ერთ ადგილას გაჩერებულია, ხოლო ქუჩაში სიცივეა, სახლის მკვიდრნი შეიძლება ძილში გაიყინონ. სწორედ ამიტომ, როგორც კი მაიერსები ძველი ცხოვრების გამო ვალებს გაისტუმრებენ, კალიფორნიაში კვლავ მცირე ნაკვეთის შეძენას აპირებენ, რომ ბორბლებზე სახლის „ბაზა“ შექმნა 100 კვ.მ ფართობის ნაკვეთით. 1329 3-ს მოსწონს
|