x
image
Yoona
Mediator image
რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
image

ქალების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, თუ რომელ სფეროში გელოდებათ წარმატება ან წარუმატებლობა და რას გიმზადებთ ვარსკვლავები 2019 წელს.

ვერძი

2019 წელი სასიამოვნო ნაცნობობას და მრავალრიცხოვან მოგზაურობას გპირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ვნება შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. ყველა შანსი გაქვთ კარიერული მწვერვალი დაიპყროთ. ოღონდ სამუშაო და სასიყვარულო წუთები ერთმანეთში არ აგერიოთ, ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ შინაგან ხმას მოუსმინოთ, რადგან მისი დახმარებით შეცდომების თავიდან არიდებას შეძლებთ. 2019 წელი კარგ კარიერულ პოზიციას და შერჩეულ სფეროში საკუთარი თავის რეალიზაციას გპირდებათ.



კურო

ეს წელი ნაკლებად სასიამოვნო შემთხვევებით და სიურპრიზებით იქნება სავსე, მაგრამ ტყუილად ნერვიულობა არ ღირს. მთავარი რაც უნდა ისწავლოთ - ემოციების მუჭში დაჭერა. ემოციები და სიტუაცია გააკონტროლეთ და მაშინ ნეგატივი თქვენ სულში ვერ შემოაღწევს. 2019 წელს ქალ-კუროს ბევრი სირთულის გადატანა მოუწევს. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიჩნდებათ გამარჯვების ნამდვილი სურვილი. ცხოვრებას ილუზიად ნუ აქცევთ და მხოლოდ დღევანდელი დღით იცხოვრეთ. ასე შეძლებთ ცხოვრებას თვალებში ჩახედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოწყენილობა დაგიპყრობთ.


ტყუპები

2019 წელს თვითგანვითარებით და სწავლით იქნებით დაკავებული. ყველა ქმედება დადებით შედეგს გამოიღებს. შეძლებთ ახალ სამსახურში გადახვიდეთ ან ახალ პროფესიას დაეუფლოთ, რომელიც თქვენ მაღალ ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ. საკუთარი სურვილი - წარმატების პირველი ნაბიჯია. ვარსკვლავები კარიერულ წინსვლას გპირდებათ, რასაც სასიყვარულო ურთიერთობაზე ვერ ვიტყვით. ზაფხულის შუა პერიოდამდე სასიყვარულო ფრონტზე სიწყნარე იქნება, სამაგიეროდ წლის ბოლო ახალი ნაცნობობა გელოდებათ. ამ მოვლენამდე კარგი იქნება თუ მოემზადებით - ემოციურ მდგომარეობას აღიდგენთ და გარშემომყოფებთან ჰარმონიაში იქნებით.


კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს 2019 წელს ყველა თავისი ნიჭის რეალიზების და პოტენციალის ჩვენების შესაძლებლობა აქვთ. კარგი იქნება თუ შემოდგომის დასაწყისისთვის დროს სულიერი განვითარებისთვის გამონახავთ. საინტერესო საქმე იპოვეთ, რომელიც თქვენ შემოქმედებით პროცესს განავითარებს. სხვათა შორის, თქვენი ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ იქცეს. ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტებს მოერიდეთ, მათთან ხანგრძლივად გაბრაზების შანსი არსებობს. დრო და ენერგია რაციონალურად გადაანაწილეთ და მაშინ ყველა თქვენი გეგმა შედეგს გამოიღებს. არაპროგნოზირებადი სიტუაციების მართვა ისწავლეთ.


ლომი

ყველა თქვენი თავდაჯერებულობა და ამბიცია თქვენ სასარგებლოდ იმუშავებს. პრობლემები თავს მაინც იჩენს, მაგრამ მათ სწრაფად გადაწყვეტთ და აღმოფხვრით. ეცადეთ დეპრესიაში არ ჩავარდეთ და თქვენი უარყოფითი ენერგიით ახლობლები არ დამუხტოთ. ასეთი ემოციური მდგომარეობა ზაფხულის დასაწყისში გექნებათ. ისწავლეთ დაუთმოთ უფროსებს. მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს. ყველა სტრესული სიტუაცია გვერდზე გადავა, თუ თქვენს სიტყვას და ემოციას გააკონტროლებთ.


ქალწული

2019 წელი ვარსკვლავები ქალწულს თითო პორცია აღმასვლას და დაცემას, სიხარულს და უბედურებს ჰპირდებიან. უცნობ ადამიანებთან ფრთხილად იყავით, მათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის შერყევა სურთ. საბედისწერო შეხვედრა თქვენს გეგმებს შეცვლის, თუმცა ამ ურთიერთობაში სიმშვიდეს არ ელოდოთ. ოჯახის მქონე ქალწულებმა სჯობს ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნებაზე იზრუნონ და წვრილმანებზე არ იჩხუბონ. კარგი იქნება თუ სამსახურსა და დასვენებას შორის შესვენებას გააკეთებთ. რაც შეეხება სამსახურს, ბევრი საქმე გექნებათ, ასე რომ მოთმინება მოიკრიბეთ. სამაგიეროდ წლის ბოლოს თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება.


სასწორი

სასწორს ლოგიკური აზროვნება და ჭკუა ყველა ფინანსური სირთულის გადალახვაში დაეხმარება. უბრალოდ დროა კონფლიქტურ სიტუაციებზე არ დახარჯოთ, ასევე უსიამოვნო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია გრანდიოზული ცვლილებები. ახალი შეხვედრები თქვენს სულს ცხოვრებისეულ ენერგიას შემატებს და ბობოქარ გაგრძელებას გპირდებათ. ეცადეთ მოიქცეთ სიტუაციის მიხედვით და ისწავლეთ ადამიანთან წრესთან ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურეობრივ შედეგს ვერ იხილავთ. საქმიანი ურთიერთობები სასიყვარულოში არ გადაზარდოთ და ყველა პრობლემა სახლში დატოვეთ. ამან შეიძლება თქვენ მშვიდ ცხოვრებას ხელი შეუშალოს.


მორიელი

მორიელს 2019 წელს რთული პერიოდი ელოდება. შეიძლება მამაკაცის ყველა მოვალეობის თავად შესრულება მოგიწიოთ და ფულის უფრო მეტად გამომუშავების მოთხოვნილება გაგიჩნდეთ. არ გადაიტვირთოთ და არ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომლებიც შეუსრულებლად გეჩვენებათ. უფრო მეტი ყურადღება თქვენს სილამაზეს და გარდერობს დაუთმეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური შესაძლებლობების დევნაში ქალურ მიმზიდველობას დაკარგავთ. ინტუიციას ენდეთ, ის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს გპირდებათ. ემოციების კონტროლი და სიტყვის დროულად შეკავება ისწავლეთ. წლის ბოლოს სიტუაცია ნორმას დაუბრუნდება და ყველა გადაუწყვეტელი საკითხი თავისთავად დალაგდება.


მშვილდოსანი

წლის დასაწყისში ფინანსურ და სამსახურეობრივ სფეროში რთული პერიოდი გელით. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეცდომების აღმოფხვრა მოგიწევთ. ეცადეთ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედოთ, ასე საკუთარ თავს ნაადრევი შეცდომისგან დაიზღვევთ. თუ სწორ ანალიზს გააკეთებთ და ყველა პრობლემას დეტალურად მოაგვარებთ, ზაფხულის ბოლოს გამარჯვებული გამოხვალთ და რთული შრომისთვის სასიამოვნო ბონუსს მიიღებთ. ყურადღება თქვენს ბავშვებს მიაქციეთ და ფოკოსურება მათ სურვილებზე გააკეთეთ.


თხის რქა

ფინანსური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იქნება. უბრალოდ ამ შესაძლებლობის სწორად გამოყენების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ერიდეთ შეცდომებს და დანაკარგებს. წლის შუა პერიოდში პასუხისმგებლობა და მოვალეობები გაგეზრდებათ, მაგრამ თქვენ ამის არ გეშინიათ. ნებისმიერი საქმიანობა თამამად შეასრულეთ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღეთ. თქვენ წამყვანის როლი გერგოთ, ამიტომ ეს საკუთარი მიზნების მისაღწევად მაქსიმალურად გამოიყენეთ. გაზაფხულის დასაწყისში ოჯახურ ურთიერთობაში ნდობა შემცირდება, მაგრამ შემოდგომის შუა პერიოდში კვლავ გაიზრდება.


მერწყული

2019 წელს მერწყულის სასიყვარულო სფერო პოპულარობის მწვერვალშია. თქვენი გრაციოზულობა და გონებამახვილობა მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობს. საქმიან და ფინანსურ სფეროში წარმატება გელით. საქმეში მონდომება და ნათელი გონება დაგჭირდებათ. თქვენი მომხიბვლელობა წარმატების სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. შემოქმედებითი შესაძლებლობები განვითარდება, რომელიც შეიძლება შემოსავლის იდეად გადაიქცეს. სასიყვარულო ურთიერთობაში უმნიშვნელო ცვლილებებია მოსალოდნელი, ხელსაყრელი ნაცნობობის დიდი შანსი არსებობს.


თევზები

2019 წელს თევზებს დიდი ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდებათ. სარისკო მომენტები გექნებათ, მაგრამ თევზებს გარისკვის არ შეეშინდებათ, შედეგი კი წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ კონფლიქტებს თავი აარიდოთ ან ამ უსიამოვნო სიტუაციას გვერდიდან შეხედოთ. ზოგიერთი ემოციური აფეთქება თვითრეგულაციის საშუალებას არ მოგცემთ, ამიტომ ბრაზის შეკავება ისწავლეთ და ძალები სამუშაოს შესრულებისკენ მიმართეთ. სულიერი ჰარმონია და ფიზიკური კმაყოფილება ერთმანეთს შეუთავსეთ. ასეთი მშვენიერი ტანდემით ყველა საქმე წინ წავა. სიყვარულში ურთიერთობა სუფთა ჰაერის ნაკადი გახდება.


0
5488
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
5488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0