სამეგრელო და ზემო სვანეთი სინამდვილეში ვინ არიან კოლხები(ნაწილი1)-გასაიდუმლოებული ისტორია და შეცდომაში შეყვანილი საზოგადოება 2018, 21 ოქტომბერი, 18:12
დავიწყებ იმით, რომ კოლხეთის ისტორია ზოგადად მიჩქმალულია, თუმცა არსებობს უცხოელების და ასევე ქართველი ისტორიკოსების მოსაზრებანი კოლხეთზე რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ.
1.“კოლხეთის, როგორც სახელმწიფოს ცივილიზებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კოლხებს ჰქონდათ სახელმწიფო ენა „ზანური ენა“-დღევანდელი მეგრულ-ლაზურის წინაპარი ენა-იყო სწორედ კოლხური სახელმწიფოს ენა, რომელზეც მეტყველებდა აია-ქვეყნის.ე.ი კოლხეთის მეფე აიეტი.ამ ენას აკაკი შანიძე კოლხურს უწოდებს.
2.ჟან შარდენი მეგრელებზე წერს:“ისინი კარგი მეომრები და კარგი მხედრები არიან.ძალიან დახელოვნებულნი არიან შუბის ხმარებაში.მშვილდ-ისრის სროლას 4 წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც ახვედრებენ ისარს“.
3.“ქუთაისი დღევანდელი იმერეთის და ოდესღაც მთელი კოლხეთის დედაქალაქი, ცხადია ძველისძველი დროიდან არსებობს.დანვილი გვარწმუნებს ეს არის ძველი ეა, მედეას სამშობლო.თუ მის სიტყვას ვირწმუნებთ, ეს ქალაქი დაარსებულა პელასგების მიერ ქრისტეს დაბადებამდე 1200 წლის წინათ“-ალექსანდრე დიუმა 4.“კოლხებს, რომლებიც მაშინ კრეტაზე სახლობდნენ, შეუძლიათ არა მხოლოდ იოცნებონ, არამედ გაითავისონ ის, რომ ისინი ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვაზე და იყვნენ იმდროინდელი მსოფლიოს ჰეგემონები“-ბერძენი მეცნიერიტ.კაფანტარისი 5“მიდია არასდროს ყოფილა არმენთა მიწა, ეს ტერიტორია ეკუთვნოდა კოლხეთის სამეფოს და თავიდანვე ერქვა მედიცინის ქალღმერთის მედეას სახელი, მედეას ბაღი“-პლუტარქე 6.“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებულ ქართულ მწერლობის ენა ქართლურია, ხოლო ქართველ ხალხის უძველეს ხანის კულტურის შესწავლა უეჭველს ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინადაც მრავალი საუკუნეების განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ, შესაძლებელია შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხნის მწერლობის ენა ქართლურ შტოს კი არ ეკუთნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურსა ან სვანურ შტოს.ამის გამო ქართულ ენა-კილოკავების შესწავლას ჩვენი ერის უძველესი წარსულის შესწავლისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს და ექნება კიდეც ყოველთვის“-ივანე ჯავახიშვილი გაგრძელება აუცილებლად იქნება..... 1647 5-ს მოსწონს |
გამოუშვით სტატიის მეორე ნაწილი რომ თვალები დავუფსოთ დეზინფორმატორებს და საზოგადოების შეცდომაში შემყვანთ :)
:დ