x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მეცნიერული აღმოჩენები, რომლებიც მალე მსოფლიოს შეცვლის
მეცნიერები არასდროს წყვეტენ ჩვენს გაოცებას და გვთავაზობენ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ნელ-ნელა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. სტატიაში გთავაზობთ 2017 და 2018 წლების ყველაზე წარმატებულ 17 მეცნიერულ აღმოჩენას, რომელიც, არაა გამორიცხული, რომ მალე მსოფლიოს შეცვლის და უკეთესს გახდის.








17. პირველი ფერადი რენტგენის სხივები ისტორიაში

მეცნიერებმა ახალი ზელანდიიდან ისტორიაში პირველი ფერადი რენტგენი შექმნეს. იდეა ტრადიციულ შავ-თეთრ რენტგენის აპარატზეა დაფუძნებული, მაგრამ დამატებული აქვს Medipix, რაც ფერადსა და უფრო მაღალი ხარისხის სურათს გვაძლევს. ფერად რენტგენის სურათზე მარტივია, ერთი შეხედვით დაინახოთ განსხვავება კუნთებს, ხრტილებსა და ძვლებს შორის.

image








16. მეცნიერები დაეხმარნენ შშმ პირებს გადაადგილებაში.

ნეიროფსიქოლოგებმა რუსეთიდან და აშშ-დან თითქმის შეუძლებელი შეძლეს - პარალიზებულ ადამიანს სიარულის უნარი დაუბრუნეს. ვიდეოში მოცემული მეთოდი მეცნიერებმა პირველად გამოიყენეს. პაციენტი განიკურნა ელექტრონული სტიმულატორების მეშვეობით, რომლებიც თავდაპირველად ტკივილის შესამსუბუქებლად იყო შექმნილი. ახლა უკვე, ელექტრონული სტიმულატორების წყალობით, სერიოზულად პარალიზებულ ადამიანებისაც კი შეუძლიათ ისევ სიარული.



ნეიროფსიქოლოგების თქმით, ვიდეოში მოცემული პაციენტის ნაწილობრივ რეაბილიტაციას 44 კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც კაცს დამოუკიდებლად დგომა და სხვისი დახმარებით სიარულით შეეძლო.








15. მეცნიერებმა შექმნეს ჟილეტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გაცნობებთ მოსალოდნელი გულის შეტევის შესახებ.

ეს ჟილეტი ჩვეულებრივივით გამოიყურება, მაგრამ შიგნით ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური სენსორები და ელექტროდები, რომლებიც თქვენს სისხლის წნევასა და გულისცემას ადევნებს თვალს. გადმოწერილი გექნებათ აპლიკაცია, სადაც შეტანილი იქნება თქვენი მონაცემები. მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, წინასწარ შეგატყობინებთ და საჭირო ზომებსაც მიიღებთ.

image








14. ისრაელელმა ოფთალმოლოგებმა გამოიგონეს თვალის წვეთები, რომელიც სათვალეს და მხედველობის ლინზებს ჩაანაცვლებს.

წარმოგიდგენიათ, რომ მალე მხედველობის სათვალე საჭირო აღარ იქნება და მის საქმეს თვალის წვეთები გააკეთებს? სწორედ ამაზე მუშაობენ ისრაელელი ოფთალმოლოგები. მეცნიერებმა უკვე დატესტეს წვეთები ღორებზე და შედეგი საოცარია. ის ეფექტურია როგორც ახლო, ასევე შორსმხედველებისთვისაც.

image








13. ჩინელ პოლიციელებს უკვე სმარტ სათვალეები აქვთ, რომლის მეშვეობითაც ადამიანების ვინაობის ამოცნობაა შესაძლებელი.

2018 წლის დასაწყისში ჩინელ პოლიციელებს Zhengzhou-ში დაურიგეს სმარტ სათვალეები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ გადაიღონ სურათები, ჩაწერონ კარგი ხარისხის ვიდეოები და AR-ტექნოლოგიის მეშვეობით, ინფორმაციაც მოიპოვონ ამა თუ იმ ადამიანზე. ამ მოწყობილობის წყალობით უკვე 40 კრიმინალი დაიჭირეს.


იდენტური სმარტ სათვალე 635 დოლარი ღირს, მაგრამ ამ დროისთვის მისი პირადი მოხმარებისთვის გამოყენება აკრძალულია.

image








12. ფეხსაცმელები, რომლებიც ადგილს თავად იკავებენ

როგორც იქნა, სახლის ჩუსტების დაკარგვის პრობლემა მოგვარებულია! ამ ფეხსაცმელს ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური სენსორები და ძრავები, რისი წყალობითაც გამოყენების შემდეგ წინასწარ განსასზღვრულ ადგილას "ბრუნდება". ამ ჩუსტების ჩაცმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ერთ-ერთ იაპონუნრ სასტუმროში.







11. ჩინეთში მფრინავი ტაქსი წარმატებით დატესტეს.

Aerocar EHang 184 დრონივით გამოიყურება, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია. მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა, გადააადგილოს 2 მგზავრი, იფრინოს 15 კმ სიმაღლეზე და წავიდეს 130კმ/სთ სიჩქარით. მაგრამ მისი საუკეთესო მხარე ისაა, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლია ფრენა, ავტო პილოტით. მგზავრმა, უბრალოდ, უნდა მონიშნოს ადგილი, სადაც უნდა მისვლა.


მფრინავი ტაქსის წყალობით, თავს ავარიდებდით უზარმაზარ საცობებს ქუჩებში.

image








10. ხელოვნური ინტელექტი ადამიანს იცავს.

მართალია, ეს ახალი მეცნიერული აღმოჩენა არ არის, მაგრამ ქვემოთ მოცემული ამბავი, რომელიც ახლახან მოხდა, გაჩვენებთ, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის დაცვა.


2018 წლის იანვარში არგენტინელმა ქალმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავის ნათესავებსა და მეგობრებს ემშვიდობებოდა. პოსტზე მიბმული იყო რამდენიმე ადამიანის ფოტო, რომელსაც პოსტი გაეგზავნებოდა. წერილი საფრთხის აღმომჩენმა მოწყობილობამ აღმოაჩინა და ბუენოს აირესის დახმარების ჯგუფს დაუკავშირდა. ქალი, რომელიც სუიციდის ჩადენას ცდილობდა, დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში იპოვა, მაგრამ შეძლო მისი გადარჩენა.

image








9. ხელოვნული ხელის ჩონჩხი, რომელიც გონებით კონტროლდება

École Polytechnique Fédérale de Lausanne-ის ინჟინერებმა ხელის ჩონჩხის პროტოტიპი შექმნეს, რომლის კონტროლიც გონებითაა შესაძლებელი. ელექტროდები სპეციალურ ჩაფხუტშია განთავსებული. პირველად ვერსიებში, ელექტროდები კანის ქვეშ უნდა განთავსებულიყო. მოწყობილობა უკვე დატესტეს ადამიანებმა, რომლებსაც დაზიანებების გამო ხელის გამოყენება არ შეეძლოთ. ახლა ინჟინერები ჩონჩხს აუმჯობესებენ, რათა გამოგონება მასისთვის ხელმისაწვდომმი გახადონ.

image







8. დატესტეს მანქანები, რომლებიც ადამიანების გარეშე იმართება.

2017 წელს ცხადი გახდა, რომ ადამიანის გარეშე მართვადი მანქანები ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა. აშშ-ში ასეთი ტექნოლოგიების სფეროში ლიდერია ტესლა, რომელიც ყოველ წელს აუმჯობესებს პროდუქტს.


პარიზში ტურსიტებსა და ადგილობრივ მცხოვრებებს უკვე შეუძლიათ ექსპერიმენტული მინი-ავტობუსის გამოყენება, რომელიც ელექტრული ძრავით იმართება.

image








7. კრიპტოვალუტა უკვე ეკონომიკის ნაწილია.

2017 წელს კრიპტოვალუტამ მოულოდნელი და არნახული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო ეკონომიკაში. იმის მიუხედავად, რომ პირველი და ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2009 წელს შეიქმნა, ხალხმა მასიურად მისი გამოყენება მხოლოდ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. აგვისტოდან დეკემბრამდე ბიტკოინების გაცვლის ტარიფი სწრაფად იცვლებოდა, 2000-დან 20000 დოლარამდე ადიოდა, შემდეგ კი 6500 დოლარამდეც ვარდებოდა.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტას დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ეკონომიკაში ევროსთან და დოლართან ერთად.

image








6. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობის თეორია მართალი არ არის.

2017 წელს კაცობრიობას საკუთარი თავის შესწავლის მხრივ დიდი პროგრესი ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ ისინი 200 000 წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკაში დასახლებული ჰომო საპიენსისგან წარმოიქმნენ. დღეისთვის ცნობილი ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური თეორიების უმეტესობაც ამ აზრს ადასტურებდა.


თუმცა, ამ ზაფხულს Nature Magazine-ში საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის მიერ დაწერილი სტატია გამოქვეყნდა. მათ აღმოაჩინეს ადამიანების ნარჩენები, რომლებიც 300 000 წელზე მეტი ხნისაა. ეს ადამიანები აფრიკის სხვა ნაწილში ცხოვრობდნენ. აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებული მანამდე ცნობილი თეორიები სწორი არ არის.

image








5. ასტრონავტებმა მზის სისტემაში აღმოაჩინეს ობიექტი, სახელად ოუმუამუა.

2017 წელი მეცნიერებისთვის დიდი გამოწვევა იყო. ჰავაიში მეცნიერებმა უნიკალური ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ნაწილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩვენი გალაქტიკიდან სადღაც შორს ჩამოყალიბდა. ასტეროიდის სიჩქარე მზისთვის იმდენად მაღალია, რომ მისი გრავიტაციით მიზიდვა შეუძლებელია.


ზოგ მეცნიერს აქვს თეორია, რის მიხედვითაც ასტეროიდი ცოცხალი არსების მიერ შეიქმნა და არსებობს უზარმაზარი ტელესკოპები, რომლებიც გალაქტიკაში ცხოვრების აღმოჩენას ცდილობენ.

image








4. ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნის კლონი შექმნეს.

ჩატარდა პირველი წარმატებული კლონირების ექსპერიმენტი, როცა ბიოლოგებმა ერთი მაიმუნის 2 კლონი გაზარდეს. ისინი სუროგატმა დედამ დაბადა და ერთი და იგივე დნმ-ი II აქვთ. ექსპერიმენტი დაეხმარება კაცობრიობას, იპოვოს წამალი კიბოს წინააღმდეგ, მოიშოროს მემკვირეობით გარდამავალი დაავადებები და შექმნას გადაშენებული ცხოველების კლონები.

image








3. პაციენტის გენების შეცვლა

2017 წელს ორეგონის უნივესიტეტის ბიოტექნიკოსებმა ცოცხალი ადამიანის გენები შეცვალეს; ადამიანს მოაშორეს გენი, რომელიც ინფექციურ გულის დაავადებას იწვევდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.


ასევე, სხვა კომპანიამ ღორის გენების შეცვლა შეძლო. ოპერაციის წყალობით, 27 აბსოლუტურად ჯანმრთელი ღორი სხეულში ყოველგვარი ვირუსის არსებობის გარეშე დაიბადა.


კიდევ ერთ 44 წლის ადამიანს შეუცვალეს გენი, რომელსაც ჰანთერის სინდრომი ჰქონდა. ამ ექსპერიმენტის შედეგებს მეცნიერები ჯერ კიდევ ელიან. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ექიმები შეძლებენ, უფრო სერიოზულ დაავადებებსაც უმკურნალონ ამ მეთოდით.

image








2. მეცნიერები მალე იპოვიან წამალს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ადამიანებს სიტყვა "კიბოს" მნიშვნელობაც დაავიწყონ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე კიბოს სრულად განკურნება რთულია, მაგრამ შეიძლება ეს ისეთივე მარტივი გახდეს, როგორიც გაციების მკურნალობაა.


2017 წელს კიბოს მკურნალობის ბევრი საშუალება დაიტესტა, ერთ-ერთი მეთოდი საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა იყო. მეცნიერები სპერმას, რომელშიც სპეციალური წამალი იყო შეყვანილი, საჭირო ადგილებში გზავნიდნენ, რის შემდეგაც სპერმა იხსნებოდა. შედეგად, საშვილოსნოს ყელიდან კიბოს უჯრედების 90% მოშორებული იქნა. ამ მეთოდის წყალობით პაციენტებს ქიმიოთერაპიის ჩატარება აღარ უწევთ.

image








1. პირველი წარმატებული თავის ტრანსპლანტის ოპერაცია

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩინელმა ქირურგებმა, სერგეი ქანავეროს თაოსნობით, შეძლეს, ადამიანის თავი ერთი გვამიდან მეორეზე გადაეტანათ. ოპერაცია 18 საათს გაგრძელდა, ტრანსპლანტ თავს შეუნარჩუნდა ზურგის ტვინის, ნერვებისა და სისხლძარღვების ძლიერი კავშირი. 2017 წლის 25 დეკემბერს ქანავერომ ივარაუდო, რომ 2018 წელს თავის ტრანსპლანტის ოპერაციის ჩატარება ცოცხალ ადამიანზც იქნებოდა შესაძლებელი.

image








ამ აღმოჩენებისა და მიღწევების გარდა, 2017 და 2018 წლები სხვა მეცნიერული მოვლენებითაც იყო მნიშვნელოვანი:


➽ Elon Musk-ის კომპანიის ექსპერტებმა ორბიტაზე მეორედ გაუშვეს კოსმოსური ხომალდი SpaceX Falcon 9, რითაც 19 მილიონი დოლარი დაზოგეს. მომავალში ამ მეთოდით უამრავი ფულის დაზოგვა შეიძლეა.


➽ ნასამ TRAPPIST-1-ის სისტემაში 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელთაგან 3-ზე სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია.


➽ თამაშში Alpha Go ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა ადამიანი დაამარცხა. მიიჩნევა, რომ ეს თამაში ჭადრაკზე რთულია. გასულ წელს წლის საუკეთესო მოთამაშედ ხელოვნური ინტელექტი დასახელდა.
image





ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება

image


2. 10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ

image


3. "რა მოხდება თუ..." - პასუხები ყველაზე უცნაურ კითხვებზე

image

0
1424
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
1424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0