x
image
პროფესორი
კონფუცის 25 ბრძნული რჩევა

image

1) სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა.


2) თუ ვინმე გძულს ე.ი. მან დაგამარცხა.

3) ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში სადაც არაა წესრიგი იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა ლაპარაკში.


4) შურიძიების დაწყებამდე გათხარეთ ორი საფლავი.

5) მიეცი მითითებები მხოლოდ მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა საკუთარი უვიცობა.

6) ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს.

7) სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, უბრალოდ ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით.

8) წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს.

9) როცა სიცივე მოდის, მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი, რომ კიპარისი და ფიჭვი უკანასკნელები კარგავენ სამოსს.

10) ძველ ხალხს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ისინი სირცხვილად თვლიდნენ, როცა ადამიანს წინ უსწრებდა ენა.

11) რჩევებს ჩვენ ვიღებთ წვეთობით, სამაგიეროდ გავცემთ სათლებით.

12) ძვირფასი ქვა პრიალდება მხოლოდ ხახუნით, ასეა ადამიანიც — შეუძლებელი გახდეს წარმატებული ბევრი მცდელობის გარეშე.

13) კეთილშობილი ადამიანი სთხოვს მხოლოდ საკუთარ თავს, მცირე ადამიანი კი მუდმივად მოითხოვს სხვებისგან.

14) ცუდი ჩვევების დაძლევისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და არა ხვალ.

15) სამი რამ არასოდეს არ ბრუნდბეა უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი.

16) იპოვეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა მთელი ცხოვრება.

17) მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი.

18) სცადე იყო ცოტა მეტად კეთილი და შენ ვერ შესძლებ ცუდი საქციელის ჩადენას.

19) ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

20) შეგიძლიათ მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან შეგიძლიათ აანთოთ პატარა სანთელი.

21) სილამაზე არის ყველგან, მაგრამ ყველას არ უნდა მისი დანახვა.

22) კეთილშობილი ადამიანი სულით მშვიდია, მცირე ადამიანი მუდამ აღშფოთებულია.

23) თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ.

24) ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შესძლო.

25) მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია არ გაჩერდეთ

0
785
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0