სხვა "მის კალიფორნია" მანქანამ იმსხვერპლა იმ დროს, როდესაც ფეხსაცმელს იხდიდა 2018, 19 ოქტომბერი, 16:00 კალიფორნიის შტატის სილამაზის დედოფალი იმ დროს დაიღუპა, როდესაც შუა გზაზე გაჩერდა იმისთვის, რომ შემაწუხებელი ფეხსაცმელი გაეხადა. იმ საღამოს იანა ლავრენტიევამ რესტორანში ქმართან და მეგობრებთან ერთად ივახშმა, შემდეგ კი დაახლოებით ღამის 12 საათზე რამდენიმე დაქალთან ერთად გზის მეორე მხარეს გადასვლა დააპირა, სადაც კაფეში ყავის დალევას აპირებდნენ. ახალგაზრდა ქალი გადასასვლელზე შუა გზაში გაჩერდა იმისთვის, რომ ფეხსაცმელი გაეხადა, რომელმაც ძალზე შეაწუხა. როგორც მასთან მყოფი მეგობრები აცხადებენ, შუქნიშანზე მწვანე შუქი ენთო და კიდევ 18 წამი ჰქონდათ დრო, ამ დროს დიდი სისწრაფით ჩამოიქროლა ავტომობილმა და იანას დაეჯახა. მძღოლს არც შეუნლებია სიჩქარე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.მოწმეების განცხადებით ეს იყო Toyota 4-Runner-ი. "ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარით" - აღნიშნეს იანას მეგობრებმა, რომლებიც გზაზე ოდნავ წინ იყვნენ გადასულები. 30 წლის იანა ლავრენტიევა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები, დაწყებულია გამოძიება.
296 6-ს მოსწონს
|