სხვა "ღმერთს არ შეუძლია ერთდროულად იყოს ყველგან - ამიტომაც შექმნა დედები"-ებრაული ანდაზები 2018, 19 ოქტომბერი, 15:24 1. თუ ფულის საშუალებით პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ, მაშინ ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ეს უბრალოდ დანახარჯია.
2. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმისთვის მისცა, რომ ბევრი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.
3. ღმერთს არ შეუძლია ერთდროულად იყოს ყველგან - ამიტომაც შექმნა დედა.
4. ყველა უფულობაზე წუწუნებს, ჭკუის ნაკლებობაზე კი არავინ ნაღვლობს.
5. გეშინოდეს შენ წინ მდგომი თხის, უკან მდგომი ცხენის და სულელის - ყველა მხრიდან. 6. თუ არ გსურთ, ვინმემ ყელი გამოგჭრათ, ნუ მოიხრით ქედს. 7. ყრუმ გაიგო, როგორ საუბრობდა მუნჯი, ბრმამ დაინახა, თუ რა სწრაფად გარბოდა კოჭლი. 8. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა. 9. მშობლები ბავშვებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს გაჩუმებას აჩვევენ. 10. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში აგდებს ადამიანს, ცუდი ცოლი კი პირიქით, სახლიდან აგდებს. 508 4-ს მოსწონს
|