სხვა როგორ მკურნალობდნენ ავადმყოფებს "გულაგის" ბანაკებში 2018, 19 ოქტომბერი, 9:14 ისტორიკოსები დღესაც კამათობენ იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ადამიანი დაიღუპა "გულაგის" ბანაკებში სტალინური რეპრესიების დროს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ცნობილია, რომ ეს მილიონები გაცილებით მეტი იქნებოდა, პატიმრებს შორის ენთუზიასტი-ექიმები რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებიც ცარიელი ხელებით როგორღაც ახერხებდნენ თავიანთი ბარაკის ამხანაგების განკურნებას ამა ათუ იმ ავადმყოფობისაგან, აკეთებდნენ წამალს თითქმის არაფრიდან, თუმცა ამ რეცეპტებიდან ზოგიერთი ისეთი ეფექტური იყო, რომ თავისუფლებაზე დაბრუნებული ყოფილი პატიმრები აფთიაქის მედიკამენტებს გულაგის ექიმების მიერ შეთავაზებულ მეთოდებს ამჯობინებდნენ. ასე რომ, ბევრი ჩვენგანის საოჯახო მედიცინაში დღესაც ფიგურირებს ეგრეთ წოდებული "ციხის რეცეპტები", რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. აი, ზოგიერთი მათგანი:
ლურჯი იოდი- კუჭის ფუნქციის მოშლისას ლურჯი იოდი-უძლიერესი სადეზინფექციო ანტისეპტიკური საშუალებაა. ერთ კოვზ სახამებელს ხსნიდნენ ერთ ჭიქა ცივ წყალში და მასში აწვეთებდნენ იოდის რამდენიმე წვეთს. ნაყენს ღია ცისფერი შეფერილობა და საზიზღარი გემო აქვს, მაგრამ ის საოცრად კარგად მოქმედებს კუჭის ტკივილის დროს. ამ რეცეპტის გამომგონებელი გახლდათ ბიოლოგიის და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ მოხნაჩი, რომელიც 1937 წელს გაასამართლეს და ათი წლით გაამგზავრეს "გულაგის'' ბანაკში. 40-იან წლებში სწორედ მან შეძლო თავისსავე ბანაკში გავრცელებული დიზენტერიის ეპიდემიის შეჩერება, შეიმუშავა რა ბანაკის ხელმძღვანელობის თხოვნით უმარტივესი რეცეპტი: იოდის წვეთებს დამატებული კარტოფილის ნარჩენები (როგორც ცნობილია, კარტოფილის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით სახამებელი შედის). ნაცარი კუჭის მომატებული მჟავიანობის (გულძმარვა) წინააღმდეგ ''დაწვით არყის ხის კანი, კარაქივით წაუსვით ნაცარი შავი პურის ნაჭერს და ეს "ბუტერბროდი" შეჭამეთ'' - აი გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლის გულაგისეული რეცეპტი. კამერებში წლობით გამომწყვდეული პატიმრები ამ მიზნით ხშირად სიგარეტის ფერფლსაც იყენებდნენ. ამჟამად აქტივირებული ნახშირი მუცლის შებერილობის და გულძმარვის სამკურნალოდ თითქმის ყველა ჩვენგანის საოჯახო აფთიაქის აუცილებელი ელემენტია. ფიჭვი სურავანდის წინააღმდეგ სურავანდი (ავიტამინოზი) ჩრდილოეთში მდებარე ბანაკების ტყვეების უსაშინლესი ხვედრი იყო. დაცვენილი კბილები, წყლულები ღრძილებზე, საშინელი სისუსტე და ბოლოს სიკვდილი - ეს ამ ვერაგი დაავადების აუცილებელი ეტაპებია. თუ ბანაკში ექიმი ან თუნდაც გამოცდილი პატიმარი იყო, მაშინ თანაბანაკელებს ნამდვილად უმართლებდათ. მათ ზუსტად იცოდნენ ამ დაავადების საწინააღმდეგო ელექსირის დამზადების საიდუმლო: ხის სახერხებზე მომუშავეები აგროვებდნენ ფიჭვის წიწვებს და ხარშავდნენ მას, რის შედეგადაც ღებულობდნენ უსაზიზღრეს, საოცრად მწარე ნახარშს, მაგრამ ეს ნაყენი შეიცავდა სიცოცხლისათვის საჭირო ისეთ ელემენტებს, რომლებსაც პატიმრები მოკლებულნი იყვნენ: მაგალითად. ასკორბინის მჟავას. სხვათა შორის, ამ ნახარშმა ლენინგრადის ბლოკადის დროსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩეფირი ჭრილობების შესახორცებლად ჩაის მაგარი ნახარში არამარტო ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს: პატიმრების საყვარელი სასმელი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც მადეზინფიცირებელი და ჭრილობების შესახორცებელი უებარი საშუალება. ამის შემოწმება თქვენ თავადაც შეგიძლიათ-თუ შემთხვევით თითს გაიჭრით, ჩაყავით ის ჩაის მაგარ ნაყენში (არა სუსტში) და ნახავთ, რომ ჭრილობა პირდაპირ თქვენს თვალწინ დაიწყებს შეხორცებას (რადგან უსაშველოდ მარცხიანი ვარ და ხელს წამდაუწუმ ვიჭრი, აუცილებლად გამოვცდი ამ მეთოდს საკუთარ თავზე... შედეგებს მოგახსენებთ ). ნიორი კბილის ტკივილის წინააღმდეგ ''გულაგის'' ბანაკების რეფორმაციის შემდეგაც კი ზონაში ყოველთვის იყო გაუტკივარების საშუალებების დეფიციტი, ხოლო კბილის ექიმი იქ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. კბილის აუტანელი ტკივილის დროს პატიმრებს ძალიან შველოდა ნიორი, რომლის გაგზავნაც ამანათით ნებადართული იყო (ანალგინისაგან განსხვავებით). ფაფადქცეული ნივრის მასას ადამიანს ადებდნენ მაჯაზე და ამაგრებდნენ სახვევით. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მაჯაზე ნიორის მასით გამოწვეული წვა კბილის ტკივილს ანეიტრალებდა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კბილის ექიმთან არ უნდა წახვიდეთ, მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იძლევა შვებას, გარდა ამისა, ნიორმა სავსებით შესაძლებელია კანის დამწვრობა გამოიწვიოს, მაგრამ "გულაგის'' პირობებში ის საკმაოდ პოპულარული და ეფექტური საშუალება იყო. p.s. დიახ, ასეთი საშინელი, არაადამიანური მკურნალობის მეთოდები ჰქონდათ საბჭოთა "სიკვდილის ბანაკებში". "გულაგების" ისტორია ხომ ათიათასობით ადამიანის დანგრეული და განადგურებული ცხოვრებაა, ახლობლების და მეგობრების დაკარგვა, ჯანმრთელობის განადგურება და სასტიკ პირობებში გატარებული წლებია. იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა არასოდეს აღარ გაიმეორებს ამ საშინელ ისტორიას და ისინი, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, ბოროტად არ გამოიყენებენ ამ ძალას უბრალო, რიგითი ადამიანების წინააღმდეგ. 222 7-ს მოსწონს
|