
საჭირო დროს სწორად შერჩეულ სიტყვებს შუძლიათ ჩვენი ცხოვრება შეცვალონ: დაგვაფიქრონ, გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარონ და სხვაგვარად დაგვანახონ სიტუაცია. ამ კომიქსში ცხოვრებისეული სიბრძნე გასაგები ენითაა გადმოცემული.
“ბევრს ვმოგზაურობ, ხშირად მხვდებიან საინტერესო ადამიანები. ერთხელ, ერთი კეთილი მენავე გავიცანი, რომელმაც მეორე ნაპირას გადამიყვანა."

ჩვენ ვსაუბრობდით. ის საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით. მისი ნავიც არანაკლებ საინტერესო იყო და ერთი თავშესაქცევი დეტალი მოსვენებას არ მაძლევდა.

მოხუცს მხოლოდ უცნაურად გაეღიმა და ერთი ნიჩაბი გვერდით გადადო. მეორეს კი ორივე ხელი მოჰკიდა და წყალში ჩაუშვა.

მისი მოძრაობები თავიდან მსუბუქი და ოდნავ შესამჩნევი იყო. ნავი ადგილიდან დაიძრა. თანდათან მოუმატა სიჩქარეს, მაგრამ ნაპირს ერთი მეტრითაც ვერ მივუახლოვდით.

ბოლოს, როცა ჩვენი “კარუსელი" მორჩა, მან ყველაფერი ამიხსნა:

ხელში ახლა მეორე ნიჩაბი აიღო და განაგრძო:

მენავე ერთი წამით გაჩუმდა, რომ ამოესუნთქა. მე კი მისი სიტყვების გააზრებას ვცდილობდი. ამ დროს მან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმოთქვა:

ბრძენ მოხუცს მადლობა გადავუხადე. მან კი გაცურა და ერთი ფიქრით შეპყრობილი დამტოვა: ნუთუ ყველაფერი გენიალური მართლა ასე მარტივია?