სხვა სუფრის თანამედროვე ეტიკეტი, რომელიც კულტურულმა ადამიანმა უნდა იცოდეს 2018, 18 ოქტომბერი, 11:16 ის, ვინც ფიქრობს, რომ სუფრის ეტიკეტის დაცვა საჭირო არაა, ძალიან ცდება. ოჯახის წევრებთან ან ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად ტრაპეზობისასაც კი აუცილებელია გარკვეული ეტიკეტის დაცვა. არ ვამბობთ, რომ ძალიან ცერემონიულად და ხელოვნურად უნდა გეჭიროთ თავი, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, ზრდილობიანი და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება კი უნდა დატოვოთ.
სპეციალურად თქვენთვის თანამედროვე სუფრის ეტიკეტის ის წესები შევაგროვეთ, რომელსაც ყველაზე ხშირად არღვევენ:
1. არ გამოიყენოთ სუფრასთან გაჯეტი
უკეთესია, თუ საერთოდ არ დადებთ გაჯეტს სუფრაზე. ტელეფონის დადება საჭმლის გვერდით-ძალიან ცუდი ტონია. თქვენთვის უპირატესი რეალური თანამოსაუბრეები უნდა იყონ, და არა ტელეფონის ვირტუალური სამყარო. სოც. ქსელებში ქექვა ჭამის დროს-უზრდელობაა. 2. არ დაიწყოთ ჭამა პირველმა თუ რესტორანში რამდენიმე ადამიანი ხართ, დაელოდეთ, სანამ ოფიციანტი ყველას მოუტანს თავის შეკვეთას. თუ მამაკაცი ქალთან ერთადაა, ჭამა პირველმა ქალმა უნდა დაიწყოს. თუ სტუმრად ხართ, დაელოდეთ მასპინძლის მიწვევას მაგიდასთან. 3. ჯერ სხვები, შემდეგ შენ თუ მთავარ კერძთან ახლოს ზიხართ, ჯერ გვერდით მჯდომებს შესთავაზეთ და შემდეგ თავად გადაიღეთ. თუ რაიმე კერძისგან შორს ზიხართ, ნუ გადასწვდებით და სხვებს ნუ შეაწუხებთ, სთხოვეთ ვინმეს, რომ გადმოგაწოდონ. 4.ნახმარი დანა-ჩანგალი თეფშზე დადეთ ჩანგალი, დანა და კოვზი, რომელიც უკვე გამოიყენეთ, მხოლოდ და მხოლოდ თეფზე უნდა დადოთ. არავითარ შემთხვევაში მაგიდაზე. ნურც ხელში დაიკავებთ, თუ აღარ ჭამთ და არც საუბრის დროს იქნიოთ. 5. არ ჩაკბიჩოთ პური აბა როგორ ვჭამოთ?-აიღეთ პურის ნაჭერი, მოატეხეთ პატარა ლუკმა და ისე მიირთვით. ნუ დაიწყებთ მთლიანი ნაჭრიდან მოკბეჩას. 6. არ “აწვალოთ" ჩაის პაკეტი ჩაის პაკეტი ფინჯნიდან კოვზით ამოიღეთ და არა ხელით. მსუბუქად “გაწურეთ" კოვზის საშუალებით ფინჯნის კიდეზე, რომ წყალი ჩამოიწუროს და ლამბაქის მარცხენა მხარეს დადეთ. 7. სწორად წაუსვით კარაქი საკარაქედან აიღეთ კარაქის პატარა ნაჭერი და თქვენს თეფშზე დადეთ. სწორედ თქვენი თეფშიდან წაუსვით შემდეგ ის პურს. 8.როცა ჭიქებს უჭახუნებთ, სტუმრებს უნდა უყუროთ ჭიქების მიჭახუნებისას მიღებულია, რომ სტუმრებმა ერთმანეთს უყურონ და არა ჭიქებს ან სხვაგან გაიხედონ. თუ თქვენი სადღეგრძელოა, მოიცადეთ, სანამ ყველა არ შესვამს და შემდეგ თავად დალიეთ. 9. ნუ დაიწყებთ თავის მოწესრიგებას სუფრასთან თავის მოწესრიგება, მაკიაჟის შესწორება საუფრასთან -არ შეიძლება. ამისთვის შეგიძლიათ ტუალეტში გახვიდეთ. სუფრასთან მხოლოდ ხელსაწმენდით შეგიძლიათ სარგებლობა. 10. არ აიძულოთ სხვებს ეტიკეტის დაცვა თუ ყველას მიუთითებთ რა როგორ უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს სუფრასთან, თქვენ უბრალოდ აუტანელი იქნებით და არა ყველაზე კარგად აღზრდილი. ეტიკეტის წესების დაცვა ადამიანს საკუთარ თავთან მოეთხოვება. 95 1-ს მოსწონს
|