საზოგადოება როგორც ირკვევა ირინკა კავსაძე პროფესიონალი მოცეკვავეა – ახალი სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" 2018, 17 ოქტომბერი, 19:48 როგორც ირკვევა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილე - ირინკა კავსაძე პროფესიონალი მოცეკვავეა. აღნიშნულ ინფორმაციაზე "პრაიმტაიმი" წერს. "პრაიმტაიმთან" საუბარში სანდო წყარო ამბობს, რომ ირინკა კავსაძე პროფესიონალი მოცეკვავეა და ეს პროექტის დამდგმელებმა და პროდიუსერებმაც იცოდნენ. როგორც ირკვევა პროდიუსერები ირინკას სთხოვდნენ, რომ მაყურებლისთვის მაღალი ხარისხის საცეკვაო ნომრები არ ეჩვენებინათ და უფრო დაბალი ხარისხით ეცეკვათ. თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე ლაივ შოუზე ირინკამ და მისმა მეწყვილემ გამაოგნებელი საცეკვაო ნომერი შემოგვთავაზეს, რომელმაც ჟიურის დიდი სიმპათია დაიმსახურა. ასევე გავრცელდა ჭორი, რომ აღნიშნული ამბის გამო პროექტს გიორგი გილიგაშვილის და სალომე ჭაჭუას წყვილი ტოვებდა, თუმცა ეს ამბავი ორივე მათგანმა უარყო. ფაქტი, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდაქშენმა პროექტის წესები უგულველჰყო და პროექტში პროფესიონალი მოცეკვავე "ვარსკვლავის" სტატუსით მიიწვია. 603 2-ს მოსწონს
|