x
image
მაიკო
მერლინ მონრო
image მერლინ მონრო, იგივე ნორმა ჯინ მორეტნსონი, დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს.იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და ჰოლივუდის სექს-სიმბოლო.

1950-60-იან წლებში, როგორც ცნობილი კინოვარსკვლავი, ეკრანზე ხშირად ჩნდებოდა კომიკური ხასიათის როლებით. კარიერის შემდგომ საფეხურებზე უფრო სერიოზულ როლებზე დაიწყო მუშაობა და თავისი დროის სხვა მსახიობებზე ბევრად წარმატებული იყო.

image დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბებიამ ის მონათლა, როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი, ბეიკერი დედამისის- გლედისის გვარი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ მერლინის მამა გლედისის მე-2 ქმარი - მარტინ ედვარდ მორტენსონი იყო, გოგონას დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ მმსახიობმა სასცენო ფსევდონიმად მერლინ მონრი აიღო, ოფიციალურად საბუთები მაინც არ შეუცვლია.

image მერლინის ბავშვობისდროინდელი ტრავმა იყო, რომ მას არ ჰყავდა მამა, რომელიც დაიცავდა და დაეხმარებოდა. გოგონას ოთახში მიმზიდველი მამაკაცის ფოტო ეკიდა და დედა ეუბნებოდა, რომ სწორედ ის იყო მამამისი. როდესაც მერლინი წამოიზარდა მან მამას კალიფორნიაში ჩააკითხა, მაგრამ კაცმა არ ისურვა მისი ნახვა.


მერლინის დედაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონას ზრდიდა ბებია, რომელიც მალე გარდაიცვალა და მერლინი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს. გოგონა ბავშვთა სახლში აუტანელ პირობებში იმყოფებოდა, ამ წლეს დიდი ტკივილით იხსენებდა, ყოველთვის ოცნებობდა, რომ დიდი და ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა. 2 წლის შემდეგ ნორმა გააშვილეს, მაგრამ ოჯახმა ის მალევე უკან დააბრუნა, ამის შემდეგ ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა. ამ პერიოდმა საშინელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე.

მოგვიანებით გოგონა ოჯახის ახლობელმა, დეიდა ანამ, თავისთან წაიყვანა. დეიდა ანა მას არაფერს აკლებდა, მაგრამ მალე ვეღარ შეძლო ოჯახის რჩენა, ამან განაპირობა მერლინის ცხოვრებაში მამაკაცის გამოჩენა. მას აღარ უნდოდა ბავშვთა სახლში დაბრუნება, ამიტომ მარტივი გამოსავალი მონახა და 16 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 21 წლის ჯიმ დოგერთის. ჯიმი ქარხნის მუშა იყო და სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და ერთი შეხედვით ბედნირებიც ჩანდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება მხოლოდ 4 წელს გაგრძელდა.

მერლინის სამოდელო კარიერა იმით დაიწყო, რომ ერთხელ ქარხანას არმიის ფოტოგრაფი ეწვია, რომელსაც მომუშავე გოგონები ჟურნალ "For Yank"-ისთვის უნდა გადაეღო. მან მაშინვე შეამჩნია მერლინი და ფოტოების გადაღება შესთავაზა.

imageმერლინი თავისუფალი მოდელი იყო, პოზირებდა არმიის ჟურნალებისთვის და საათში 5$-ს უხდიდნენ. დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა და მისი თანდაყოლილი ქარიზმა ჭარბად იგრძნობოდა ფოტოებზე. მალე მერლინით სხვა ჟურნალებიც დაინტერესდნენ, საათში ახლა უკვე 100$-ს უხდინდენ. ნელ-ნელა მიიწევდა მწვერვალებისკენ და თანდათან იპყრობდა მამაკაცთა გულებს, მისი ღიმილი ჟურნალების სამარკო ნიშანი გახდა.







image







































imageimage





















image მერლინმა თმა ქერად შეიღება და გახდა პირველი ქერათმიანი მოდელი, რამაც კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. მის ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა, უნდოდა ყოფილიყო კინოვარსკვლავი და ასე აღმოჩნდა კინოინდუსტრიაში. ეკრანზე მას განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა.


image













image




















image


1960 წელს გადაიღეს ორ კომედიური ჟანრის ფილმში. ეს ფილმები მალე გახდა პოპულარული, მერლინ მონრო კი ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს აღიარეს.




image

































წარმატებულ ადამიანებს ხშირად არ უმართებთ პირად ცხოვრებაში, არც მელინი იყო გამონაკლისი. 1954 წელს ცოლად გაჰყვა ბეისბოლის მოთამაშე ჯო დიმაჯიოს, თუმცა მასთან მხოლოდ 9 თვე იცხოვრა, შემდეგი იყო დრამატურგი არტურ მილერი, მაგრამ ეს ქორწინებაც კრახით დასრულდა 1961 წელს.ამ წელს მერლინმა ოქროს გლობუსი აიღო.


imageimage





















image

























წარუმატებელი პირადი ცხოვრების გამო ხსირად ვარდებოდა დეპრესიაში, გადიოდა მკურნალობის კურსებს, მაგრამ ერთადერთ 'მხსნელად' მაინც ნარკოტიკი ესახებოდა.

მონროს ცხოვრებაში უამრავი მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა და ჯონ კენედიც.



image დადიოდა ჭორი, რომ მის მიმართ ჯონ კენედის ძმა, რობერტიც არ იყო გულგრილი. მერლინი ხშირად გამხდარა ძმებს შორის კამათის მიზეზი.







image





















მერლინი 1962 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სიკვდილი საიდუმლოებით არის მოცული, გვამი საძინებელში დამამშვიდებელი აბების გვერდით იპოვეს. მერლინი თავს მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქალად თვლიდა( მას არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა, ამ კომპლექსს ხშირად "მერლინ მონროს კომპლექსის" სახელით მოიხსენიებენ), ამიტომ თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული. ერთ-ერთი ვერსიით ის მოკლეს, რადგან ფლობდა უამრავ ინფორმაციას, რასაც ძმები კენედების პოლიტიკური კარიერისთვის წერტილი დასმა შეეძლო. გამოძიების ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ სიკვდილი ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

image






































ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად მერლინ მონროს გარდაცვალებიდა წლების შემდეგაც კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატივს სცემენ და უყვართ. ამის ნათელი მაგალითია, მისი გიგანტური სკულპტურის დამონტაჟება ჩიკაგოში. ქანდაკება ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და ტურისტებში საკმაოდ პუპულარულია. მერლინი თავის ცნობილი თეთრი კაბით არის წარმოდგენილი, რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა მთელს მსოფლიოში.

0
514
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0