საზოგადოება რუსთავის პარკში 24 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს 2018, 17 ოქტომბერი, 16:31
ასპინძელმა ბიჭმა, ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში ხეზე თავი ჩამოიხრჩო. 24 წლის ბიჭის ცხედარი კულტურისა და დასვენების პარკის დაცვამ ნახა და პოლიციას შეატყობინა. ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს. .
თვითმხილველების ცნობით, გარდაცვლილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. როგორც მოგვიანებით გაიკვა, იგი ასპინძი მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა, ბოლო დროს რუსთავში ცხოვრობდა.
.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. ოჯახის წევვრებისა და ახლობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი იყო და მიზეზებზე ვერავინ საუბრობს.
.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ რუსთავში მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
101 შეფასება არ არის
|