საბუნებისმეტყველო მყინვარების დნობა შავი სიკვდილის დაბრუნებას გამოიწვევს- მკვლევარები 2018, 17 ოქტომბერი, 11:29 ანალოგიური სიტუაცია XIV საუკუნეში მოხდა, როდესაც კლიმატის ცვლილების გამო ბუბონური ჭირი( შავი ჭირი) გავრცელდა. შავი ჭირისგან 60 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დღეს გლობალური დათბობის პრობლემა განიხილება შესაძლო კატაკლიზმების პრიზმაში. მეცნიერების აზრით, მყინვარების დნობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის გაზრდა მსოფლიო ოკეანეებში, რის შედეგადაც მოხდება სანაპირო ტერიტორიების დატბორვა კონტინენტზე და მასიური კლიმატის ცვლილება დედამიწაზე. ამავდროულად, მიკრობიოლოგები გვაფრთხილებენ სხვა საფრთხეზე, რომელიც ელოდება კაცობრიობას ამ მოვლენების გამო. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ არქტიკული ყინულის მასივის ქვეშ შეიძლება იყოს საშინელი ვირუსი ან ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, რომელიც შემდგომ ეპიდემიაში გადაიზრდება. იმისთვის, რომ ეს აიცილოს, კაცობრიობას აქვს კიდევ 15 წელი. დედამიწის ატმოსფეროში საშუალო ტემპერატურის ზრდა შეიძლება შეჩერდეს მსოფლიოს უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყნების კოორდინირებული ქმედებებით. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მარტო სანაპირო ზონების დატბორვის და კატაკლიზმების თავიდან აცილების საშუალებას, არამედ დაგვიცავს, რომ არ გავრცელდეს სიცოცხლისთვის საშიში ეპიდემიები. ამჟამად, არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ეს უბედურება კვლავ მოხდეს "შავი სიკვდილი უკან ბრუნდება" - ამბობენ მკვლევარები. ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ 1340-იან წლებში კლიმატის ცვლილების გამო გავრცელებულმა შავმა ჭირმა ევრაზიაში სხვადასხვა შეფასებით, 60-დან 140 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. მყინვარების დნობის შედეგად, ათობით ათასი წლის განმავლობაში ყინულის ქვეშ არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ დააინფიცირონ მსოფლიოს მილიონობით ადამიანები, აცხადებენ მკვლევარები. ამჯერად, შავი სიკვდილი ბევრად უფრო პროგრესულად გავრცელდება, ვიდრე XIV საუკუნეში. დღეს გლობალიზაციის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 700 წლის წინ. შესაძლებელია, პათოგენური ბაქტერიების გადატანა დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ერთი საათის განმავლობაშიც მოხდეს. მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ლოჯისტიკის და მთავრობის კონტროლის დონე შუა საუკუნეებისაზე ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ვერავინ უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ შავი ჭირის ინფექცია არ გავრცელდეს მთელს მსოფლიოში. თუ სახელმწიფოთა ხელმძღვანელები გონს მოვლენ და მიიღებენ კანონებს და გაატარებენ შესაბამის ცვლილებებს გარემოსდაცვით კანონმდებლობაში, მაშინ თავიდან ავიცილებთ მოახლოებულ შავ სიკვდილს. შეერთებულმა შტატებმა უკვე უარი თქვა პარიზის შეთანხმების ხელმოწერაზე და არ ჩქარობს ალტერნატივის წარდგენას. მსოფლიო ელიტებში ეკონომიკური ინტერესები ჯერ კიდევ წინა პლანზეა, რომელთა ლობირება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე გარემოს დამცველების საგანგაშო ზარების. ამ თვალსაზრისით, მეცნიერებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ პროგნოზირება გააკეთონ კაცობრიობის მომავლისა, რომელიც თავისი განვითარების ახალ ეპოქაში გადადის. იქ კი, თუ ზომები არ იქნა სასწრაფოდ მიღებული, გველოდება ეპიდემიები და სიკვდილი, ასევე, გენოციდებიც, გადარჩენის სახელით. 253 შეფასება არ არის
|