საზოგადოება ტრაგედია საბავშვო ბაღში, რომელსაც 30 წელი მალავდნენ 2018, 16 ოქტომბერი, 14:28 ოცდაათი წლის განმავლობაში მალავდა ხელისუფლება 1972 წლის მაისში სვეტლოგორსკში მომხდარ ტრაგედიას. ერთ ჩვეულებრივი დღეს, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი მოულოდნელად ჩამოვარდა საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე. ინციდენტი მოხდა 16 მაისს, როდესაც ბავშვები ბრუნდებოდნენ დილის სეირნობიდან სადილზე . რამდენიმე წუთით ადრე ხრაბროვოს აეროდრომიდან აფრინდა An-24T- ი, რომელიც გეგმავდა რადიო აღჭურვილობის გადატანას. ცოტა ხნის შემდეგ თვითმფრინავი მოხვდა ნისლში. ვინაიდან, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, თვითმფრინავის ფრთა გამოედო ფიჭვის ტოტებს. თვითმფრინავმა შეძლო კიდევ 200 მეტრი მონაკვეთის გაფრენა და საბავშვო ბაღის შენობაზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან საწვავი დაიღვარა, რამაც გამოიწვია აალება და საბავშვო ბაღი ცეცხლში გაეხვა. საჰაერო ხომალდის ალუმინის ნარჩენები ქაღალდივით ცვიოდა. კატასტროფამ იმსხვერპლა 35 სიცოცხლე. ეკიპაჟის 6 წევრი, 2 მგზავრი, 24 ბავშვი და 3 საბავშვო ბაღის თანამშრომელი დაიღუპა. ბაგა-ბაღში მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ ორი გადარჩა. თვითმხილველთა განცხადებით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაცხადა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა. ყველა მცხოვრებს ეკრძალებოდა სახლების დატოვება, ელექტროენერგია და ტელეფონები გათიშეს. მოკლე დროში, საბავშვო ბაღის შენობა მიწასთან გაათანაბრეს, ჩამოვარდნის ადგილზე მხოლოდ უამრავი ყვავილი იყო. დაკრძალვის დროს ყველა მიმდებარე სატრანსპორტო მარშრუტი და მატარებლის რეისიც გააუქმეს. მიუხედავად ამისა, გლოვის ცერემონიალზე 10 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. საქმის გამოძიება მიმდინარეობდა გრიფით საიდუმლო და მისი მასალები არასდროს გამოქვეყნებულა, ამიტომ დღეს მხოლოდ კატასტროფის მიზეზებია ცნობილი. ყველაზე დამაჯერებელია ვერსია კატასტროფის, არის ის, რომ არასწორად მოხდა სიმაღლის მაჩვენებლის დამონტაჟება, რომელიც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე დააყენეს ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავ Ан-24-ზე. 145 შეფასება არ არის
|