საქართველო თემურ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 49 ლარი შესწირა, გიული ალასანიამ - 200 2018, 15 ოქტომბერი, 22:48 პოლიტიკური სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო შემოწირულობების გასაჯაროვების შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვა. შემომწირველთა სიაში ბევრ უცნაურობას წააწყდებით. ასე მაგალითად: თემურ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ნაციონალურ მოძრაობას 49 ლარი გადაურიცხა, ხოლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შემოწირულობა 18 სექტემბერს გააკეთა და მან შვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას ამჯერად 200 ლარი გადაურიცხა. იქვეა პარტიის ატივისტი მეგი გოცირიძძე, რომელმაც მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე 303 ლარი გადარიცხა. სხვადასხვა შემოწირულობების შესახებ დამატებითი ცნობები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ მისამართზე>> 157 შეფასება არ არის
|