სხვა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიოლნის მთავარ ვაგზალზე მძევლები აიყვანა ჯერჯერობით გაურკვეველმა პირმა ან პირთა ჯგუფმა
2018, 15 ოქტომბერი, 18:41
კიოლნის ძალოვანი უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრალურ ვაგზალში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ან პირთა ჯგუფმა მოახდინა მგზავრების ნაწილის მძევლად აყვანა.
ვაგზლის პერიმეტრი გადაკეტილია, მიმდინარეობს პოლიციის და ანტიტერორისტული ოპერაციების სპეცრაზმების მობილიზება შემთხვევის ადგილზე.
ინციდენტი მოხდა ვაგზლის აფთიაქში, რის შემდეგაც მოქალაქეები აიყვანეს მძევლად.
ჯერჯერობით ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალებებს არა აქვთ ინფორმაცია რა მიზეზით მოხდა მგზავრების მძევლად აყვანა და ერთია თუ თანამზრახველებთან ერთადაა მძევლების ამყვანი.