მსოფლიო დანიის მოქალაქეები პრორუსული პოზიციისთვის შესაძლოა ციხეში მოხვდნენ 2018, 15 ოქტომბერი, 8:11 ![]() დანიაში განსახილველად წარადგინეს კანონპროქტი, რის მიხედვითაც დანიის სამეფოში პრორუსული პოზიციის გამოხატვისთვის მოქალაქეს ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. კანონპროექტი პარლამენტის საიტზეა განთავსებული. გაზეთ Berlingske-ზე ჩამოთვლილია მაგალითები, თუ რა შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის არის საზოგადოებრივ დებატებში ჩართვა, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზეგავლენის მცდელობა. დანიის მოქალაქეები მოხვდებიან ციხეში, თუ პრესის ან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იტყვიან, რომ ანტირუსული სანქციები დანიას აზარალებს. ამა წლის აგვისტოში დანიაში პირველად დააჯარიმეს ქალი ჩადრის ტარების გამო. ჯარიმის ოდენობა 134 ევროთი განისაზღვრა. 33 7-ს მოსწონს
|