სხვა მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი ქალების ყველაზე პიკანტური ფოტოები 2018, 15 ოქტომბერი, 9:36 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას და მსოფლიო ისტორიამ არაერთი ლამაზმანის ფოტო შემოუნახა მეხსიერებას.
ზოგადად სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია, ვიცით, მაგრამ ფიზიკურ სილამაზეს ყველა ეპოქაში განსხვავებული სტანდარტები ჰქონდა. მე-20 საუკუნეში ტანსაცმლის ტარების წესი, მაკიაჟის გამოყენება და ფერები, თმა და მორთულობები, რომლებიც ქალის მიმზიდველობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, იყო განსხვავებული. თუმცა, გარდა ფიზიკური სილამაზის, არსებობს კიდევ მაგნეტიზმი, რომელიც ქალს შინაგანად აქვს და თუ აქვს ის მას, მაშინ ითვლება რომ ლამაზია და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ეპოქა და მოდის როგორი მსვლელობაა. გოგონები, რომლებიც გასულ საუკუნეში სტილის ხატები გახდნენ, ეჭვგარეშეა, რომ მაგნეტიზმს ფლობდნენ. ჩვენი დროის ქალბატონებს კი ეს საოცრებები, საერთოდ არ ჰგვანან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, მათი სტილი სულაც არ ითვლება თამამ სტილად და პიკანტურად, მაშინ მენტალიტეტს დიდი ჩარჩო ჰქონდა. მოდით, ვიმოგზაუროთ ერთი საუკუნის წინანდელი მოდის ინდუსტრიაში და კიდევ ერთხელ გადავხედოთ ფოტოებს, სადაც მოდის გაბედული სტანდარტები მენტალურ ეტიკეტს არღვევდა. მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი ქალების ყველაზე პიკანტური ფოტოები1. რაკელ უელჩი. 1980 წელს, ჟურნალმა Playboy-მ, ახალგაზრდა ამერიკელ მსახიობს, "1970 წლის ყველაზე სასურველი ქალი" უწოდა. 2. ჯული ნიუმარი. მსახიობმა ქალი-კატის როლი შეასრულა ტელესერიალში "Batman", რომელიც გადაიღეს 1960 წელს. 3. ჯინ შრიმპტონი. გოგონა, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი სუპერმოდელი გახდა ლონდონის ლამაზმანებიდან. 4. მერილინ მონრო. ქალების შურის ობიექტი და მრავალი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მერილინი სიყმაწვილის დროს, თავისი კარიერის აღმავლობამდე, მანამ, სანამ ქერა თმა მოირგო. 5. ჯეინ ფონდა. ჰენრი ფონდასთან ნათესაურმა კავშირმა მას პოპულარობა მოუტანა, სილამაზემ და ნიჭმა კი - ორი ოსკარი. 6. ბრიჯიტ ბარდო. სილამაზის ქალღმერთს პოპულარობა ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი", მისმა მთავარმა როლმა მოუტანა. 7. დები ჰარი. მუსიკალური ჯგუფის «Blondie» ლიდერი. 8. ბეტი ბროსმერი. მისი პარამატრების მსგავსი, მეორე, ჯერ არავინ დაბადებულა. ის, დღესაც ცოცხალია. 9. ანეტ ვადიმი. ფრანგი მსახიობი, ფილმი "სახიფათო კავშირების" ვარსკვლავი. 10. ჟაკლინ ბისე. ყველაზე პოპულარული ფილმი მისი მონაწილეობით "ველური ორქიდეა". 11. გრეის კელი. მონაკოს, რიგით მე-10 პრინცესა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მსახიობი იყო. 12. რიტა ჰეივორტი. ამრიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის მიერ შედგენილ ასეულში ის ერთ-ერთია, როგორც საუკეთესო მსახიობი. 13. სოფი ლორენი. ოსკარის დამსახურებულმა მფლობელმა, არაერთი სამახსოვრო როლი დატოვა კინემატოგრაფიის ისტორიაში. 14. ოდრი ჰეპბერნი. არაჩვეულებრივი ოდრის ყველაზე დამახსოვრებელი როლები იყო ფილმებში: "რომაული არდადეგები" და "სადილი ტიფანისთან". 15. მარლენ დიტრიხი. სწორედ მის გამო იტანჯებოდა რემარკი. 1022 10-ს მოსწონს
|