საქართველო მელქისედეკი: ''სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხია...'' 2018, 13 ოქტომბერი, 9:12 «სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხია, კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერე ცოლად გაჰყვა!»
მიტროპოლიტი მელქისედეკის ინტერვიუ – ცოტა ხნის წინ უწმინდესმა მოუწოდა მეუფეებს, პოლიტიკური განცხადებებიშეეწყვიტათ. მართალია, მოგვიანებით ისიც გაცხადდა, რომ ეს არ იყო ილია მეორის დაწერილი მიმართვა. რაიმე ზეწოლაგანხორციელდა პატრიარქზე? – ზეწოლა? არა მგონია, ვინმე ავტომატით დადგომოდა თავზე. თუმცა, აშკარაა, ისევ ვიღაცაზეა დამოკიდებული დაგუნდრუკს უკმევს ეს ეკლესია და დამღუპველია! – ვის უკმევს? - ივანიშვილის დიდი ხათრი აქვს! რომელი პოლიტიკური განცხადება გახსოვთ თქვენ უწმინდესის მიერგაკეთებული, რომ ეთქვას, ესა და ეს ნაბიჯი დამღუპველია და არ გადადგათო? ერთ რამეს გავიხსენებ და აქდავასრულებ – ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაგდების მილოცვებს როცა იღებ ადამიანი და ეკლესია, იქაღარაფერია გასაკვირი. მაშინ მამა არჩილ მინდიაშვილის გარდა, არავინ გამოსულა და არ დაუფიქსირებიაეროვნული პოზიცია. რას ჰქვია პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო?! რა, ჩემთვის მზე არ ამოდის?! სხვანაირად მცივა, ვხედავ თურა?! ჩემთვისაც ხომ იგივენაირად აღიქმება, რაც ამ ქვეყნად ხდება, რატომ არ უნდა ვისაუბრო?! ერთ–ერთი წმინდამამა ნიკოდემუსი ამბობს: ნურავინ დაუგდებს ყურს, თითქოს მართლმადიდებელთათვის სულერთი იყოს, რომელპოლიტიკურ წყობაში ვიქნებითო. უწმინდესს უნდა ეთქვა, რომ მიკერძოებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ ჰქონოდა ადგილი და არა, ზოგადად, პოლიტიკურ განცხადებებს. ყველა მეუფე უნდა ქადაგებდეს სიმართლეს ამბიონიდან. რა არის იმაში დასამალი დაგასაჩუმებელი, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხიროგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. სისხლით ნათესაობა 6 თაობა გადადის, ნათლიმირონობა – 9. 9 თაობაკი არა, მეორეშივე გატეხა, თავისი შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად. კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერეცოლად გაჰყვა. მერე რა, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, გაირყვნა იქ, პარიზში ზნეობა.
1)culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!2)საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა 41632-მა რუსმა, 2336-მა თურქმა, 1936-მა სომეხმა... ირანელმა, ბერძენმა, ყაზახმა... მიიღო3)უცნობი ქველმოქმედი, რომელმაც გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა4)გასაოცარი საკვები, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას ააქტიურებს და გულს აჯანსაღებს5)''მის ტრანსგენდერის'' კონკურსში კესარია ლიდერობს! წაიკითხეთ ქართველების ენამახვილური კომები ყველა კონკურსანტის ფოტოზე
597 2-ს მოსწონს
|