x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ?
ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან) ეს ის მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი. ხშირად ჰალითოზს დაავადებულები ვერ გრძნობენ, რადგან ეჩვევიან ამ სუნს, მაგრამ გარშემომყოფებისთვის ეს შეუმჩნეველი ნამდვილად არ იქნება. მაშასადამე, თუ გსურთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ჰალითოზი, ჩაიტარეთ ერთი მარტივი ტესტი: აიღეთ სუფთა ბამბა და დაიდეთ ენის შუაგულში, დაანესტიანეთ ნერწყვით და შემდეგ დაყნოსეთ, თუ შეიგრძნობთ არასასიამოვნო სუნს, ეჭვი გამართლებულია და თქვენ გაქვთ ჰალითოზი.



image



პირის ღრუში ბინადრობს 120-ზე მეტი სახეობის სხვადსახვა მიკროორგანიზმი, რომლებიც იმალებიან "კბილის კარიესებში", კბილებშუა უბნებსა და პირის ღრუს სხვადასხვა ადგილებში. არასწორი ჰიგიენის დროს ეს მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდებიან, რაც ხელს უწყობს ჰალითოზის გამოწვევას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან ერთ-ერთი მიზეზი ამ დაავადების გამომწვევი, შესაძლოა ღრძილების დაავადებაც გახდეს. გარდა ამისა, ჰალითოზის მიზეზი ასევე შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცხვირ-ხახის, დიაბეტის, თირკმლის, ღვიძლის და ფილტვების პათოლოგიები იყოს.



image




უსიამოვნო სუნი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები). გარდა მედიკამანტების გავლენისა, უსიამოვნო სუნის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება უბრალოდ პირის სიმშრალე იყოს, ამიტომ ამ დროს მიზანშეწონილია მინერალური წყლის მიღება, რაც გაიძულებთ შეინარჩუნოთ სინოტივე პირის ღრუში, ან დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი პიტნის ექსტრაქტით, რადგანაც ის ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას.



უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს.


image





როგორ მოვიქცეთ ამ უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად?



გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ აუცილებლად ჯაგრისის წრიული მოძრაობით და ამავდროულად, გაიწმინდეთ ენა სპეციალური საწმენდით. კბილის პასტა აუცილებელია იყოს მცენარეული შემცველობის. ხშირად ღეჭეთ უშაქრო, მენთოლის შემცველი საღეჭი რეზინი, განსაკუთრებით კი ჭამის შემდეგ, ვინაიდან ნარჩენებს და ნადებს მოგაცილებთ კბილებსა და კბილებს შორის სივრციდან და აუცილებლად გამოიყენეთ კბილების საწმენდი ძაფი. გამოივლეთ პირის ღრუში მცენარეული - ევკალიპტის, გვირილის და სხვა სავლებები. სუნის დასახშობად ასევე ეფექტურია ვაშლის, სტაფილოს და ახლადდაყენებული მაგარი ჩაის, ოხრახუშის, ტარხუნის მირთმევა.



image


თუკი პირის ღრუში ყველაფერი წესრიგშია და სუნი მაინც არის, თერაპევტთან ვიზიტის დროა. დიაგნოსტიკით გაირკვევა ჰალითოზის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი და დაინიშნება მკურნალობა. ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა, მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით კი არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.



P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ.



3
728
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
728
  
2018, 15 ოქტომბერი, 12:25
სამწუხაროდ კი :(((
2018, 15 ოქტომბერი, 12:16
არასწორი კვება, საკვები პროდუქტებით თუ ეკოლოგიური პირობებით გამოწვეული ცუდი ფაქტორებია ჰალითოზის მაპროვინცირებელი, ასე მგონია. დღეს, საკმაოდ ბევრი იტანჯება ამ პრობლემით :(
2018, 15 ოქტომბერი, 12:02
იმედია ბევრი წაიკითხავს, იმდენი ადამიანი დადის პირის ღრუდან მომავალი უსიამოვნო სუნით...
0 1 3