სამეგრელო და ზემო სვანეთი სასწაულმოქმედი მდინარე 2018, 11 ოქტომბერი, 17:36 ოგვარგვალე (თაია) მდინარე შიშა კარსტული მდინარეა, გამოედინება ოცინდალეს ფერდობიდან. მდინარე სათავეს იღებს წიფურიის ტაფობში. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტიტის ექსპედიციის მიერ წყლის შეღებვის მეთოდით დადასტურდა ურთიერთკავშირი ზესნახეს მღვიმესა და შიშას მღვიმეს შორის მანძილი მათ შორის 10 კილომეტრზე მეტია. მდინარის მიწისქვეშა მონაკვეთის გამოკვლევა მეტად საინტერესოა. დადასტურებულია მისი კავშირი შურუბიმუს მღვიმესთანაც, მეცნიერთა დასკვნით, კირქვული მასივის წიაღში მრავალკილომეტრიანი მღვიმური სისტემა იმალება. შიშა მდინარე ოჩხომურის მარჯვენა შენაკადია, ტურისტებისთათვის მისი ბოლო მონაკვეთი შეიძლება საინტერესო ობიექტი აღმოჩნდეს. საქართველოს კარსტულ მდინარეთა შორის შიშას წყლის ტემპერატურა ყველაზე მაღალია (მიზეზი დღემდე გაურკვეველია) . 299 3-ს მოსწონს
|