საზოგადოება მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება 2018, 11 ოქტომბერი, 12:07 ![]() დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება. მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფორსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება. მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერენ სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს პირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მის ოჯახს ამოწყვეტენ. ღია ტერორისტულ მუქარაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება ამ ეტაპზე ჯერ არ დაუწყია. ![]() 399 2-ს მოსწონს 1-ს არა
|