სხვა ცხოველთა უფლებებს უკვე კონსტიტუცია იცავს 2018, 17 ოქტომბერი, 11:09 გერმანია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კონსტიტუცია შეიცავს განყოფილებას, ცხოველების დაცვის შესახებ. ქვეყანაში პროფესია «ცხოველების დამცველი» ოფიციალურად არის აღიარებული და აქტიურად მოქმედებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან მაწანწალა ძაღლების და კატების უფლებებისთვის. თუ ცხოველს სახლიდან გააგდებენ ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდება, მეპატრონეს (დამნაშავეს) ჯარიმის სახით 25 000 € გადახდა ეკისრება, ან 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცხოველებზე ზრუნვას ქვეყანაში, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა სკოლებში საგანი, ცხოველების დაცვის შესახებ. სახელმწიფო და ზოოდამცველები პროპაგანდას უწევენ აზრს, რომ ჯიშიან ძაღლებს სუსტი იმუნიტეტი და ჯანმრთელობა აქვს და ხშირად ავადობენ, მაშინ როცა ქუჩის ძაღლები არანაირ პრობლემას არ უჩენენ პატრონს და ცდილობენ, რომ ცხოველების პოტენციურმა პატრონებმა ისინი თავშესაფრებიდან აიყვანონ. თუ ცხოველი მაინც ქუჩაში, მეთვალყურეობის გარეშე რჩება, იჭერენ და თავშესაფარში გადაჰყავთ. პატრონს მისი პოვნა მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ «დაკარგულს» პატრონი არ მიაკითხავს, სხვა ოჯახს შეურჩევენ. გარდა ამისა, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველი შეიძლება მოხუცთა თავშესაფარს ან უსინათლოთა ორგანიზაციას გადაეცეს. ამ ფოტოზე ბერლინის ცხოველთა თავშესაფარია და აქედან უჯიშო კატის ან ძაღლის აყვანის შემთხვევაშიც კი, მინიმუმ 100-150 € იქნება გადასახდელი. თანხაში ცხოველისთვის გეგმური აცრების ჩატარება და დოკუმენტების მომზადება შედის. ხოლო დანარჩენი თანხა თავშესაფრის ფონდში ირიცხება. 45 5-ს მოსწონს
|