რელიგია ლოცვები სოციალურ ქსელში:ირონია,ცოდვა თუ ბიზნესი? 2018, 9 ოქტომბერი, 13:55 ![]() სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება ხატების, წმინდანების, ეკლესიების ფოტოები თუ პოსტები. წარწერით: გააზიარეთ, გთხოვთ მოიწონოთ გვერდი, გააზიარე თუ იესო ოდესმე დაგხმარებია, მოიწონეთ გვერდი და ღმერთი თქვენს გვერდით იქნება ა.შ. თუმცა რაც ხდება უკრაინაში, ყველა მოლოდინს აჭარბებს. ![]() მაგალითად Facebook -ის უკრაინულ სეგმენტში გამოჩნდა უცნაური განცხადება, ლოცვები ტრანსპორტის გაიაფებისთვის, ან კიდევ, მოხერხებული რეპეტიტორები ასეთი ხასიათის ლოცვებს აქვეყნებენ სასწავლო წლის დაწყების წინ. ![]() რაც შეეხება ლოცვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის შემცირებისთვის, ორგანიზატორები ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებენ: " ისიც საკმარისია, რომ მგზავრობის ფასები იზრდება და ხელფასი არ გეზრდება, იძულებული ხართ, მეტროთი და ტროლეიბუსის იმგზავროთ, ეს სიამოვნება მხოლოდ მდიდრებისთვისაა? მოდი და ილოცეთ ჩვენთან ერთად" ![]() სხვა კიდევ მსგავსი კომიკური სათაურებით სავსეა "ფეისბუქის " უკრაინული სეგმენტი. მაგალითად:"ლოცვები ბიტკოინების კურსის ამაღლებისთვის", "ლოცვები ჯანსაღი iTunes სთვის", "ლოცვები სუფთა კოდისთვის"(პროგრამისტებისთვის) და ა.შ. კიევ-პეჩერსკის ლავრას მონასტრის ბერების და წინამძღოლის განცხადებით ", ტრანსპორტის ფასების შემცირების ლოცვა", რომელიც დაგეგმილია, არ არის შეთანხმებული მათთან და კურთხევა არ მიუღია, თუმცა მონასტრის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ "დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საყოველთაო ლოცვა ტრანსპორტის ფასის შემცირებისთვის ძალზე აქტუალურია" თუმცა სოციალურ ქსელში არის გვერდი ნამდვილი ლოცვებისთვის, მაგალითად გვერდი "ლოცვები ავადმყოფებისთვის" 93 5-ს მოსწონს
|