x
image
_K_
მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
imageოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე, რომლის ფრედი მერკურისთან ერთად შესრულებული სიმღერა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ხელწერა და ოფიციალური ჰიმნი გახდა, 85 წლის ასაკში ნაღვლის ბუშტის ინფექციით გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო Efe-ის მიხედვით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და ბოლო თვეს ბარსელონას საავადმყოფოში იწვა.


მისი კარიერა 50 წელს გაგრძელდა.



მონსერატ კაბალიე დაიბადა ბარსელონაში. 1953 წელს წავიდა იტალიაში, სადაც რამდენიმე უმნიშვნელო სიმღერა შეასრულა. მისი კარიერა სწრაფად წავიდა წარმატებისკენ მას შემდეგ, რაც ბაზელის ოპერაში La Bohème -ში მიმის როლი შეასრულა. 1965 წელს აშშ-ში ჰქონდა ტრიუმფალური გამოსვლა. ის ყველას ამახსოვრებდა თავს ულამაზესი ხმითა და დრამატული ინტერპრეტაციის უნარით, სწორედ ამან გახადა მონსერატ კაბალიე საერთაშორისო ვარსკვლავი. ის მსოფლიოში მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა. გულშემატკივრები მომღერალს La Superba-ს (საუცხოო) ეძახდნენ.


ცნობილი სოპრანო თბილისშიც იყო ჩამოსული. მან 2010 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა საქველმოქმედო კონცერტი პაატა ბურჭულაძესთან ერთად, რომელზეც 17 ათასი ლარი და 7 ათასი დოლარი შეგროვდა.


-"მე მიხარია რომ საქართველოში ჩამოვედი და ამ აქციაში ვიღებ მონაწილეობას. ქველმოქმედება რომ არ არსებობდეს, ალბათ სიმღერას თავს დავანებებდი” - განაცხადა მონსერატ კაბალიემ პრესკონფერენციაზე.


თბილისში ყოფნის დროს მომღერალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც ეწვია. შეხვედრაზე კაბალიემ პატრიარქის საგალობლები მოისმინა. პატრიარქმა მომღერალს საჩუქრად წმ. სამების ხატი და თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა.


ვუსამძირებთ მსოფლიოს არაჩვეულებრივი მომღერლისა და ადამიანის დაკარგვას!


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0