x
image
ზოგადი განათლება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონია! გილოცავთ!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონია!


image


ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 31-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრია.


საქართველოს პირველი ჩოგანი ATP 500-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა.


ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი (16) ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 40 წუთი გაგრძელდა.


ფინალური შეხვედრის პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქე 6-4 დაამარცხა, მეორე სეტში გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. საბოლოოდ, ქართველმა ორ სეტში, 6:4, 6:4 მოიგო.

image

აღსანიშნავია, რომ დუელის წინ სამხრეთამერიკელს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან ფინალში უბრძოლველად გააღწია. დელ პოტროს იტალიელი მეტოქე ფაბიო ფონინი ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა.

აქამდე, ბასილაშვილისა და დელ პოტროს გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა: 2017 წლის მასტერსზე, პეკინში, არგენტინელმა სამ სეტში, 6:2, 3:6, 6:4 გაიმარჯვა.

დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერვე დამარცხდა.

image

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 1 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. 2018 წლის 10 სექტემბერს, ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში უმაღლეს პოზიციაზე – 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველ ჩოგბურთელს ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს.

გ ა ა ზ ი ა რ ე წარმატება


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0