x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ გახდა აფრიკა «ცივილიზაციის აკვანი». ლეგენდა რასების შესახებ

XVIII საუკუნის ბოლომდე, ევროპელებს არანაირი წარმოდგენა არა ჰქონდა, ადამიანის მოდგმის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის და ძველი ცივილიზაციების არსებობის შესახებ. გამონაკლისს, მხოლოდ ძველი საბერძნეთის და რომის კულტურები წარმოადგენდნენ. ეს უმეცრების ბარიერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ გადაილახა, რაც ნაპოლეონი ბონაპარტი, თავისი ჯარით, ეგვიპტეში შეიჭრა (1798 - 1801).


image


ეგვიპტეში, 1798 წ. დაიწყო მუშაობა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის დროსაც, პრაქტიკულად, ყოველ დღე, ახალ-ახალ სენსაციურ აღმოჩენებს აკეთებდნენ.

1821 წ. ლინგვისტებმა მოახერხეს იეროგლიფების გაშიფვრა და ევროპის საზოგადოებამ გაიგო, ეგვიპტის წარსულის, ტრადიციების, რწმენისა და ცხოვრების წესის შესახებ. იქიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში, დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ აფრიკა მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი იყო.

image1833 წ. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ტუნისში, რომლის დროსაც, რომის მიერ განადგურებული კართაგენის ნაშთები აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, ძველი ფინიკიური ქალაქების ნაშთებიც იპოვეს.


image


დღეს მიღებულია, რომ ძველ ეგვიპტეში, სახელმწიფოებრივობა ჩვენს ერამდე IV ათასწლეულში ჩაისახა, მაგრამ ანტიკურ სამყაროში, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ ეპოქასთან, ვიდრე ჩვენ, ასე არ თვლიდნენ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ. წ. აღ. 485-425 წწ.) წერდა, რომ ნახა ეგვიპტის ისტორიის ქრონიკები, რომელიც, ეგვიპტელი ქურუმის, მენიფინის მიერ იყო დაწერილი (ძვ. წ. აღ. IV ს.). აღნიშნულ ქრონიკებში ეგვიპტის ისტორია 30 627 წლის წინ იწყებოდა. ჰეროდოტეს სიტყვებს ადასტურებენ ბიზანტიელი ისტორიკოსი სნელიუსი და ბერძენი ისტორიკოსი, დიოგენე, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ნანახი «ძველი ქრონიკები».

დღეს უკვე რთულია იმის დადგენა, 40 000 წლის წინ, მართლა არსებობდა თუ არა სახელმწიფო ეგვიპტის ტერიტორიაზე. თუ მართლაც არსებობდა, ის განადგურდებოდა წარღვნის შედეგად, ისე როგორც ლეგენდარული ატლანტიდა, ლემურია და სხვა, ჩვენთვის ცნობილი, თუ უცნობი ქვეყნები და კუნძულები.


image


თანამედროვე მეცნიერები დარწმუნებულიბი არიან და ჩვენც გვარწმუნებენ, რომ ადამიანების ისტორიული სამშობლო აფრიკაა. მაგრამ, ჰოპის ტომის ინდიელებს, რომლებიც არიზონას შტატში (აშშ) ცხოვრობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ სხვა ვერსია გააჩნიათ. ისინი თავიაანთი ტომის წარმომადგენლებს, ამერიკის კონტინენტის ყველაზე ძირძველ მოსახლეებად მიიჩნევენ. მათი თქმით, ისინი ამერიკაში მანამდე ცხოვრობდნენ, ვიდრე მეზობელი, ნავაჰოს ტომის ინდიელები, ამერიკაში «უკანა კარიდან» (იგულისხმება ბერინგის სრუტე) შემოვიდოდნენ.

ჰოპის ტომის ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად იყო მხოლოდ ერთი ღმერთი - შემოქმედი ტაიოვა. რომელიც უსასრულო სივრცეში იყო, დროსა და ფორმების გარეშე. მან თავისი იდეების განსახორციელებლად, შექმნა დამხმარე ღმერთი – სოტუკნანგი (Sotuknang). რომელმაც ჰაერით, მიწით და წყლით შექმნა 9 სამყარო. პირველი ორი თავისთვის და ღმერთისთვის, ხოლო დანარჩენი 7 – მომავალი სიცოცხლეებისთვის.

მომდევნო ეტაპზე, სოტუკნანგამ შექმნა პირველი სამყარო. რომლის მოსაწყობად, შექმნა დამხმარე - ქალღმერთი კოკიანგვუტი. ეს იყო ქალი-ობობა, რომელმაც, თავის მხრივ, დამხმარედ, შექმნა ორი ღმერთი: ერთი უნდა ყოფილიყო ბიოსფეროს მმართველი და მასვე უნდა გაეკონტროლებინა ეკოლოგიური წონასწორობა დედამიწაზე, ხოლო მეორე, – ბიოსფეროს მიერ გამოყოფილი ხმების ვიბრაციაზე იყო პასუხისმგებელი.

მას შემდეგ, რაც ამ ღმერთმა დედამიწა მოამზადეს სიცოცხლისთვის, ქალღმერთმა შექმნა მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ყველაფერი დანარჩენი. დადგა ადამიანის შექმნის დრო. ქალღმერთმა გადაწყვიტა, რომ ადამიანები სოტუკნანგას მსგავსები უნდა ყოფილიყვნენ და შექმნა ოთხი ერთნაირი კაცი, რომლებიც მხოლოდ კანის ფერით (თეთრი, შავი, ყვითელი და წითელი) განსხვავდებოდნენ. ასე წარმოიქმნა რასები დედამიწაზე. ამის შემდეგ შექმნა ქალები, კაცების მეორე ნახევრები. თავდაპირველად ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ქალღმერთმა დახმარებისთვის სოტუკნანგს დაუძახა, რომელმაც ადამიანებს მისცა მეტყველების უნარი, ხოლო ენა, – ყველას სხვადასხვა. მისცა სიბრძნე და გამრავლების ძალა.

პირველი ადამიანები ჩვენგან განსხვავდებოდნენ. თავზე მათ პატარა ნახვრეტი ჰქონდათ, რომლითაც ისინი კოსმოსურ სიბრძნეს ეუფლებოდნენ. მათ არ იცოდნენ რა იყო ავადმყოფობა და სიბერე. გავიდა დრო და ეს ადამიანები იმდენად გაამაყდნენ და გადიდგულდნენ, რომ მათი გარეულ ცხოველებსაც კი ეშინოდათ.image

imageimageსოტუკნანგს არ მოეწონა პირველი ადამიანები და მათი განადგურება გადაწყვიტა. ღმერთმა მთელი დედამიწა ცეცხლის ალში გახვია, რომ ადამიანები მთლიანად ამოეწყვიტა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კაცობრიობა მაინც გადარჩა. ადამიანებმა გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ისინი გადარჩნენ, მაგრამ შეიცვალნენ. მათ გაუქრათ შუბლზე ნახვრეტი და კოსმოსთან კავშირი გაწყვიტეს. დაიწყო მეორე სამყარი დედამიწაზე.

გამოქვაბულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანებმა დაიწყეს ვაჭრობა, ერთმანეთის მოტყუება... და გაჩნდა ბოროტება დედამიწაზე.

არ მოეწონა ღმერთს ის, თუ რას აკეთებდნენ ადამიანები და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მათი განადგურება. ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა მეორე სამყაროს დასასრული. პოლუსებზე მდგომმა ღმერთებმა ადგილი შეიცვალეს და დედამიწას წარღვნა დაატყდა თავს. ყველა კონტინენტი წყალმა დაფარა. მაგრამ, ადამიანების ნაწილმა მაინც მოახერხა გადარჩენა და გაჩნდა მესამე სამყარო დედამიწაზე, რომლის წარმომადგენლებმა დიდი ქალაქების შენება და სამხედრო ტექნიკის შექმნა დაიწყეს. ისინი გამუდმებით ებრძვოდნენ და მტრობდნენ ერთმანეთს. ამის გამო, ღმერთმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მათი დასჯა და დედამიწას მეორე წარღვნა მოუვლინა. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გემზე მოასწრო ასვლა და მათ უკიდეგანო ოკეანეში დაიწყეს ცურვა. ბოლოს ღმერთს შეეცოდა ისინი და ამერიკის კონტინენტისკე მიმავალი გზა აჩვენა. ნაპირზე მათ კონტინენტის მფარველი სული, მასაუ დახვდათ, რომელმაც მათ მხოლოდ მას შემდეგ მისცა კონტინენტზე გადმოსვლის უფლება, რაც პირობა დადეს, რომ ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდნენ და ძმურად იცხოვრებდნენ. ასე დაიწყო მეოთხე სამყარო...

მეორე დღეს, მასაუმ მზესავით მრგვალი ქვა 4 ნაწილად გატეხა და დაურიგა ადამიანებს თავიაანთი ფერების მიხედვით: თეთრს თეთრი ნაწილი მისცა, შავს-შავი, ყვითელს-ყვითელი და წითელს - წითელი. ამის შემდეგ, წითელკანიანი ადამიანები ამერიკაში დარჩნენ, ხოლო დანარჩენები, სხვადასხვა კონტინენტებზე დასახლდნენ. წინასწარმეტყველების თანახმად, ოდესღაც ისინი ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, რომ კვლავ გაერთიანებულიყვნენ.image

image

imageგავიდა ხანი. კოლუმბის გემები ამერიკის ნაპირებს მიადგნენ და ესპანელებმა ამერიკის ათვისება დაიწყეს. ინდიელებს ეგონათ, რომ ხალხი საკუთარ სამშობლოში ბრუნდებოდა, მაგრამ თეთრკანიანებმა ყველაფერი დაივიწყეს და ინდიელებს შავი დღე აყარეს: კლავდნენ ადამიანებს, წვავდნენ მათ სახლებს და სოფლებს. მათ ისე ექცეოდნენ როგორც ველურ ცხოველებს. მაგრამ, ჰოპის ტომის ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თეთრი, შავი და ყვითელი რასის წარმომადგენლები, თავიაანთ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდებიან და ძმები ისევ გაერთიანდებიან.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* კლეოპატრა სიცოცხლეში და კინოში: როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეგვიპტის დედოფალი
* გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს სფინქსი


* უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (3 მზე და კავკასიური რასა)

0
1333
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0