სხვა ყაზახი ქალი 35 წელია წვერს იზრდის და ამით ამაყობს მისი ქმარი 2018, 6 ოქტომბერი, 12:11 ყაზახი ქალი ამაყობს წვერით, რომელსაც აგერ უკვე 35 წელია, იზრდის, ხოლო მისი ქმარი დარწმუნებულია, რომ ეს "ალაჰის საჩუქარია".
მუხტაბარ ტორაევი ყაზიგურტის რაიონის სოფელ ტუბატიდან არის, ოლქში ამ ქალს ყველა იცნობს წვერის და ულვაშის წყალობით, რომელსაც აგერ უკვე 35 წლის განმავლობაში იზრდის, ქალს არ გაჰკვირვებია წვერის ამოსვლა, რადგან ეს "საჩუქარი" მემკვიდრეობით ერგო. წვერი ამოსდიოდა დედასაც და ბებიასაც.
35 წლის ასაკში მას უკვე ჰყავდა ქმარი და ორი შვილი, ასე რომ, უკვე არაფრის აღარ ეშინოდა, მით უმეტეს, რომ ქმარი მხარს უჭერდა.
"ქმარი ყოველთვის ამაყობს ჩემით, ამბობს, რომ ჩემნაირი ცოლი სხვას არავის ჰყავს. როდესაც წვერი ამომივიდა, მას არ გაჰკვირვებია, პირიქით, ამბობდა, რომ წვერს უნდა მოუარო, ეს ხომ ალაჰის საჩუქარია."-აღნიშნა ქალმა.
რატომ არ იპარსავს წვერს ქალი?როგორც თვითონ აღნიშნა, ამაში ხელი შეუწყო ერთმა არაჩვეულებრივმა შემთხვევამ, როდესაც მუსლიმანური რიტუალის შესრულების დროს მასთან მივიდა მოხუცი ქალი და უთხრა, რომ წვერი არავითარ შემთხვევაში არ მოეპარსა, სახეზე შესაძლო ავადმყოფობის განვითარების გამო.
ამჟამად მუხტაბარის წვერის სიგრძე 16 სანტიმეტრია და ამით ამაყობს, ქალს ხშირად იწვევენ ნაციონალური წეს-ჩვეულების შესასრულებლად და მისგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად. 296 6-ს მოსწონს
|