Quiz კრეკერ-ტესტი, რომელიც თქვენ მეტაბოლიზმს განსაზღვრავს 2018, 6 ოქტომბერი, 11:28 ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, საკვები ნივთიერებების მისაღებად ნახშირწყლების მოხმარების საშუალო დონე დღეში 130 გრამია, რაც 500 კალორიას შეესაბამება. ანუ ფორმის შესანარჩუნებლად ამ დონეს არ უნდა გადავაჭარბოთ.
თუმცა ყველა ადამიანს მეტაბოლიზმის განსხვავებული აქვს. ზოგს შეუძლია ბევრი ჭამოს და არ გასუქდეს, ხოლო სხვისთვის „ტორტის სუნის შეგრძნებაც“ კი საკმარისია რომ მოიმატოს. რა უნდა გავაკეთოთ?
ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ე.წ. კრეკერ-ტესტი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ.
რა არის კრეკერ-ტესტი და საიდან მოდის?
კრეკერ-ტესტის ავტორი გენეტიკოსი და მედიცინის დოქტორი შარლონ მოალემია. მისი თქმით, ეს ყველაზე მარტივი მეთოდია იმის გასაგებად, თუ სხეული ნახშირწყლებს რამდენად კარგად ამუშავებს. შედეგად, რამდენი და რა სიჩქარით უნდა მიირთვათ თქვენს გენეტიკაზე არის დამოკიდებული. თქვენ უმარილო კრეკერი და წამზომი დაგჭირდებათ დაწყების წინ, პირის ღრუში რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ნერწყვი დააგროვეთ. შემდეგ კრეკერი ჩაკბიჩეთ, დანიშნეთ დროშა და დაღეჭვა დაიწყეთ. ღეჭეთ მანამ, სანამ კრეკერი გემოს მოტკბოთი არ შეიცვლის. ყურადღება დროს მიაქციეთ. თუ კრეკერმა გემო უკვე 30 წამის შემდეგ გემო არ შეიცვალა, ტესტი შეაჩერეთ. ღეჭვის დაწყებიდან გემოს შეცვლამდე დრო თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეს განსაზღვრავს. 0-14 წამი - სრული 15-30 წამი - ზომიერი 30 წამზე მეტი - შეზღუდული რას ნიშნავს შედეგი და რატომ იცვლება გემო? მეცნიერი ხსნის, რომ საკვების მონელება მის კუჭში მოხვედრამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ნერწყვი შეიცავს ფერმენტს ამილაზა რომელიც სახამებლის რთულ მოლეკულას შლის და მას მარტივ შაქრად გარდაქმნის (სწორედ ამიტომ კრეკერის გემო მოტკბოთი იცვლება). ზოგიერთ ადამიანს ამილაზის კონცენტრაცია ნორმაზე 50-ჯერ მეტი აქვს, ზოგს კი პრაქტიკულად არ აქვს. პირველი შედეგი პირის ღრუში ამილაზის მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. ადამიანი, რომელსაც მსგავსი მაჩვენებელი აქვს, შეუძლია ნორმაზე ბევრი მიირთვას (დღეში 130 გრ ნახშირწყალზე მეტი) და არ მოიმატოს. შედეგი 30 წამი და მეტი ამილაზის დაბალ კონცენტრაციაზე საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახშირწყლების ჭამა არ ღირს (მხოლოდ ნორმის ფარგლებში), წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმუმ ზედმეტი წონა გარანტირებული გაქვთ. 146 1-ს მოსწონს
|