x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
არ მსმენია, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესს წილში „ჩაჯდომოდეს“.. - უდუმაშვილი

image


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყიფილმა ტელესახემ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ისაუბრა. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მას არ სმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესს წილში „ჩაჯდომოდეს“.
.
„რაც ჩვენ მოვისმინეთ, ყოველგვარ მოლოდინს და ზღვარს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სპორტის ყოფილი მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრი სარდაფში ჩაკეტა, გააშიშვლა, ცემა და ემუქრებოდა რაღაც საზიზღრობებით. ახლა აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დავიცვათ ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფი ან გადავარჩინოთ ტელევიზია, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიმინალური დაჯგუფებისგან, რომელიც ქურდული მეთოდებით მართავს ქვეყანას. ვიღაცა ვიღაცას ბიზნესში უჯდება, ვიღაცა ვიღაცას წილს ართმევს, ვიღაცას სარდაფში ჩაჰყავს ვიღაცა და ფიზიკურად უსწორდება. მე საერთოდ არც მსმენია ასეთ რამ, პოლიტიკური პარტია ბიზნესს უჯდებოდეს წილში, რაც ჩენ მოვისმინეთ - 50% ფონდში, ანუ პარტიაში უნდა წავიდესო.
.
„ნაციონალურ მოძრაობა“ კი არა, მსოფლიოში არ გამიგია პოლიტიკური პარტია ვიღაცას წილში უჯდებოდეს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
.
მისივე თქმით, 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლა მისთვის მიუღებელი იყო: „ის, რომ თავის დროზე „იბერიაში“, „ომეგა ჯგუფში“ შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი, ეს ჩემთვის მაშინაც მიუღებელი იყო, ისევე როგორც ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შესვლა. აქ ცალსახა პოზიცია მაქვს“.
0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0