საბჭოთა კავშირი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქტიურად იყენებდა საბრძოლო მოქმედებებისას ქალებს.
ფრონტმა სათნო ქალბატონები მრისხანე სნაიპერებად აქცია, მათი ოსტატობა ამ საქმეში ნებისმიერ მამაკაცს შეშურდებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სულ უფრო საჭირო ხდებოდა სნაიპერები, 1943 წლისათვის წითელ არმიაში ორიათასამდე ქალი სნაიპერი იყო.
1942 წელს მოსკოვთან ახლოს ქალ–სნაიპერთა სკოლა გაიხსნა, სადაც ნებისმიერ შვიდკლასდამთავრებულ გოგონას ღებულობდნენ, ასაკის ზედა ზღვარი 26 წელი იყო.
გოგონებს ჯგუფურად მუშაობას ასწავლიდნენ. ჯგუფი ორი წევრისგან შედგებოდა, მათი იარაღი მოდიფიცირებული მოსინის შაშხანა იყო, სნაიპერული სამიზნით.
ბევრი ოფიცრის აზრით სნაიპერობა ქალებისთვის უფრო შესაფერისი იყო. ისინი უკეთ უმკლავდნებოდნენ სტრესს, სიცივეს, მეტ მოთმინებას იჩენდნენ. ამასთან მათი სხეულიც უფრო ელასტიური იყო, ვიდრე მამაკაცებისა.
კლავდია კალუგინა სნაიპერი 17 წლის ასაკში გახდა. იგი ახლაც ერთერთ ყველაზე შედეგიან მსროლელად ითვლება მსოფლიო მასშტაბით. მის ანგარიშზე 257 განადგურებული მოწინააღმდეგეა
.
ეს ლეგენდარული მებრძოლი 1916 წელს უკრაინაში დაიბადა. მის ანგარიშზე 309 მოკლული გერმანელია, მათ შორის — 36 სნაიპერი.
პავლიჩენკო ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, უკვე როგორც აგიტატორი ფრონტის ხაზზე დადიოდა და ჯარისკაცებს ამხნევებდა.
როზა ფრონტზე მისი 19 წლის ძმის დაღუპვის შემდეგ მოხალისედ წავიდა. იგი ერთერთი საუკეთესო მებრძოლი დადგა, მრავალი მედალი და ორდენი დაიმსახურა. როზა 1945 წლის იანვარში, ოცი წლის ასაკში დაიღუპა, როცა დაჭრილი არტილერიის ოფიცრის გადარჩენას ცდილობდა. შემორჩენილია მისი დღიურები, სადაც იგი ბრძოლის პერიპეტიებს აღწერს.
ნინა ომში უკვე ასაკში მყოფი, 48 წლისა ჩაება. სნაიპერების სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ყველაზე ხანდაზმული მსროლელი გახდა. მის ანგარიშსზე 122 განადგურებული გერმანელი ჯარისკაცია. იგი საავტომობილო ავარიის შედეგად გარდაიცვალა, ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.
კირა პეტროვსკაია 1918 წელს დაიბადა, ომში დაწყებისთანავე ჩაება და ბოლომდე იბრძოდა. ომის შემდეგ მსახიობი გახდა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა.
ფრონტზე ორიათასი ქალი– სნაიპერი იბრძოდა, მათგან სახლში მხოლოდ 500 დაბრუნდა. . .
გოგონებს ჯგუფურად მუშაობას ასწავლიდნენ. ჯგუფი ორი წევრისგან შედგებოდა, მათი იარაღი მოდიფიცირებული მოსინის შაშხანა იყო, სნაიპერული სამიზნით.