საქართველო ივანიშვილის ძმამ და კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 95 000 ლარი გადაურიცხეს 2018, 5 ოქტომბერი, 19:36
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი პირველ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.
.
ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ათეული მსხვილი შემოწირულებაა განხორციელებული. სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332, ათას ლარზე მეტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.
.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით 10 პირი აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
.
უწყებაში კონკრეტულ შემომწირველებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბარია შემოწირულობებით ლიდერ რამდენიმე პარტიაზე, რომლებსაც სულ 10-მა ადამიანმა ჯამში 78 000 ლარი შესწირა. აუდიტორებმა ამ თანხის წარმომავლობა საეჭვოდ ჩათვალეს, რადგან ის შესაბამისობაში არ მოდის შემომწირველების შემოსავლებთან.
30 შეფასება არ არის
|