ნებისმიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მქონე სახელმწიფო ცდილობს გააუმჯობესოს ან სულაც ახალი იარაღი შექმნას. თუ იარაღის მოდერნიზება ასე თუ ისე სხვადახვა დონის წარმატებით შეიძლება ახალი იარაღის შექმნა არც თუ ისე ადვილია.
ახლახან ამერიკულმა სამხედრო უწყებამ საბრძოლო პირობებში გამოსაცდელად დაუკვეთა ახალი 4 ლულიანი შაშხანა "L4 Caseless Ammo", რომელსაც "ავტოფარეხის შაშხანა" შეარქვეს. მისმა შემქმნელმა მარტინ გიერმა აღნიშნული შაშხანა საკუთარ ავტოფარეხში შექმნა, მის შექმნაში კი მარტინმა არც მეტი და არც ნაკლები 500 000 დოლარი დახარჯა.
"L4/L5 Caseless Ammo" საარმიო "М4"-ზე ნაკლებს იწონის. სროლა შესაძლებელია ავტომატურ, ნახევრადავტომატურ და "საფანტის" სროლის რეჟიმებში.
"საფანტის" სროლის რეჟიმში შესაძლებელია ოთხივე ლულიდან ერთდროული გასროლა.
შაშხანას უყენია მინი ბატარეა, რომელიც გათვლილია 15 000 გასროლაზე. 15 000 გასროლის შემდეგ ბატარეას გაცვლა მარტივი ხერხითაა შესაძლებელი. (გასროლილი ვაზნების რაოდენობას მინიატურული მრიცხველი აფიქსირებს, რათა მებრძოლმა წინასწარ იცოდეს დრო, როცა შაშხანაში ბატარეა აიქნება გამოსაცვლელი).
"L4/L5 Caseless Ammo" წარმოადგენს ავტომატურ შაშხანას, რომელსაც ავტომატური შაშხანისათვის ტრადიციული გადატენვის მექანიკური მექანიზმი არ უყენია.
ვაზნები ლაგდება სპეციალურ კოლოფში, გასროლის ინიცირება და კონტროლი ხდება ელექტრონიკით. კოლოფის დაცლის მერე კოლოფი ავტომატურად ვარდება შაშხანიდან და მებრძოლი ახალ სავაზნე კოლოფს აყენებს შაშხანაში.
აღნიშნული შაშხანა შექმნილია ორ ვარიანტად: 4 ლულიანი 6 მილიმეტრიანი კალიბრის "L4" და 5, 6 მილიმეტრი კალიბრის 5 ლულიანი "L5".
მარტივად გადავამოწმებ იყავი თუ არა მანდ.
"კუკუშკა" ხარ რა. :)))