გოგრა საუკეთესო ბოსტნეულია, რომელიც შეგიძლიათ შემოდგომაზე მიირთვათ.
მათ, ვინც იტანჯება გულ-სისხლძარღთა დაავადებებით, ექიმები ურჩევენ დღის რაციონში ჩართონ გოგრა.
გოგრა ნამდვილი "დედოფალია ბოსტნეულებში", რკინის შემცველობით.
სპეციალისტების თქმით, საშემოდგომო სეზონი, გულის ფუნქციონირების გაზრდისა და მისი გაძლიერებისთვის აუცილებელია მივიღოთ გოგრა, ან მისგან მომზადებული კერძი. ის ფასდაუდებელია ორგანიზმისთვის.
მიიჩნევენ, რომ გოგრა მთავარი მცველია ადამიანის ათეროსკლეროზისაგან. მისი მერქნისა და თესლის გამოყენება აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ზრდის მათ ელასტიურობას.
გოგრა იმის გამო, რომ შეიცავს პექტინის ბოჭკოებს, ახდენს ორგანიზმიდან ტოქსინების და ქოლესტერინის გამოდენვას .
იმის გამო, რომ გოგრა მდიდარია А ვიტამინით, აუმჯობესებს მეხსიერებას. ძალიან სასარგებლოა გოგრის წვენი, რადგან მდიდარია კალიუმით. გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი და აქრობს შეშუპებას. გოგრის წვენი აუმჯობესებს ნაწლავის მოქმედებას.
გოგრის კერძი უნდა მიირთვას იმათ, ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, სისხლის მოძრაობის შეფერხებით.
გოგრა სასარგებლოა ასევე ვინც დაავადებულია ჰეპატიტით და ქრონიკული ქოლესტერინით.