x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი“ – სალომე ზურაბიშვილი (ჩანაწერი)
image


„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ისაუბრა (აუდიო).

.

ზურაბიშვილის თქმით, თანასწორობა და ტოლერანტობა მის ოპონენტებს ხშირად სწორად არ ესმით და მასზე ამბობენ, რომ კათოლიკეა.


.

„სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება სხვანაირად და უფრო კარგად მესმის, რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად იმისი, თუ რა რელიგია, რა წარმოშობა, რა კულტურა, რა ენა (თავისი ოჯახური და ადგილობრივი ენა). ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ყველა არის თანასწორი მოქალაქე ქვეყნისა და მე ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი ვიქნები. ჩემ ოპონენტებს ეს კარგად არ ესმით ზოგჯერ და საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].

.
საჯარო გამოსვლაზე სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტოლერანტობა არის ის ფასეულობა, რომელიც კავკასიაში „ყველაზე დიდი დროიდან მოსულია“ და მას ყველა ირგვლივ არსებული რეგიონებისა და იმპერიებისგან განასხვავებდა.
.
„ამ ტოლერანტობის გამო არის, რომ დღეს მე ქართულად გელაპარაკებით და თარჯიმანი მჭირდება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0