x
image
intermedia.ge
Mediator image
შეურჩიე წიგნი თანატოლს! - ლიბერთინსი ახალ თინეიჯერებს ეძებს
image

თინეიჯერების პროექტი – ლიბერთნისი მალე ხუთასი წლის გახდება . ეს ინოვაციური პროექტია, რომელმაც 70-მდე წიგნი სწორედ თინეიჯერების ჯგუფის რეკომენდაციით გამოსცა, უამრავ ბავშვს შეაყვარა კითხვა, შექმნა რიგები წიგნის მაღაზიებთან და ქართულ საგამომცემლო ბაზარის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, მის დიდ ოჯახში, არაერთი თინეიჯერი ჩაერთო. პირველი გამოცემული წიგნი ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“ იყო, მას შემდეგ კი უამრავი ბესტსელერი გამოიცა.


image



`ლიბერთინში“ ამჟამად ახალი წევრების შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი ეძებს მათ, ვისაც უყვარსწიგნების კითხვა და თანატოლებისთვის რჩევების მიცემა სურს. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ახალი ლიბერთინსელებიც კარგად ფლობდნენ ინგლისურს ან რომელიმე სხვა უცხო ენას, იყვნენ აქტიურები და მეგობრულები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლიბერთინსის მენეჯერს, გიორგი კიკაბიძეს ვესაუბრეთ:


image


- პირადად მე დაარსების დღიდან ლიბერთინსთან ერთად ვარ. 14 წლის ვიყავი, როცა განაცხადი შევიტანე. ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მახსოვს ბავშვები, ვისთან ერთადაც ვარჩევდით გამოსაცემ ლიტერატურას. მახსოვს, როგორ ვმსჯელობდით, განვიხილავდით. როგორ ჩამოვყალიბდით ერთ დიდ ოჯახად და რამდენად გვიყვარდა პალიტრა L-ის ოფისში მოსვლა და გეგმების დასახვა. წიგნის შერჩევის გარდა, ჩვენ ვგეგმავდით წიგნის პრეზენტაციებს, თინეიჯერულ ღონისძიებებს, რადგან ყველაზე კარგად გვესმოდა, თუ რა ინტერესები ჰქონდათ ჩვენს თანატოლებს. ორჯერ ვუმასპინძლეთ საქართველოში მსოფლიო ბესტსელერების ავტორებს. გავმართეთ კონცერტები, კარნავალები, ერთხელ მეჯლისიც კი გვქონდა.


image


ბევრმა ჩვენგანმა აღმოაჩინა, რომ კარგად შეუძლია კამერასთან ურთიერთობა თუ ტელეეთერში საუბარი.ზოგი ძალიან კარგად წერს თემებს, ბლოგპოსტებსა თუ წიგნის განხილვებს. ლიბერთინში დიდი გამოცდილებაა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ბევრი სასიამოვნო რამ ხდება. რაც მთავარია, ჩვენ ვარჩევთ წიგნებს, რომელიც გამოიცემა. ეს ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა


image


-რას სთავაზობთ ახალ წევრებს?

-ახალ ლიბერთინსელებს, შევთავაზებთ ძალიან კარგ გარემოს, მეგობრულ ადამიანებს, ახალ არხებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. საინტერესოა ისიც, რომ ლიბერთინსელების მოსაზრებებს, წიგნების პირველ გვერდზე ვწერთ. რაც მთავარია ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული თინეიჯერის მისწრაფებებს, ინტერესებს და ვცდილობთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ, ბევრი გავაკეთოთ მათი უნარების რეალიზების, მათი განვითარებისა და მომავალი წარმატებისთვის.


image


ლიბერთინსის ასაკი - 13-დან 19- წლამდეა. აპლიკაციების გამოგზავნა კი შესაძლებელია 10 ოქტომბრის ჩათვლით.


სარეგისტრაციო ფორმა

https://goo.gl/forms/oOJ5Qjukwn8TEvPf1

0
15
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0