საქართველო „სკლეროზი ხომ არ გაქვთ, რამსები ხომ არ აგერიათ?! რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე? - სააკაშვილი 2018, 2 ოქტომბერი, 17:32 “მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე”, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა. “ამ დღეებში ბევრჯერ გავიგე, რომ უჰ, სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე. მინდა კარგად მომისმინოთ ერთი და იდოტიზმს და სისულელეებს თავი დაანებეთ. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, იმ საამაყო 9 წლის განმავლობაში, შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო მისი მმართველობისას 1.65-დან 2.61-მდე, კბილებით უჭირავთ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. . ამავე თემაზე: 160 შეფასება არ არის
|