თავის მოვლა დამატენიანებელი ღამის კრემი სახლის პირობებში! 2018, 3 ოქტომბერი, 0:03 აღნიშნული მიქსტურა კარგია როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის; ამცირებს პიგმენტებს და ნაოჭებს. წაისვით ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში.ნუში ერთი ღამით წყალში მოათავსეთ; დილით გაფცქვენით; მზის სხივების ქვეშ 2-3 საათით დატოვეთ და დაფქვით; მაცივარში მინიმუმ 1 საათით შედგით .1/2 სუფრის კოვზ ნუშის ფქვილს დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი რძე. აურიეთ და 1-2 საათით ხელი არ ახლოთ. ბოლო ინგრედიენტი 4 წვეთი ლიმონია. ისევ აურიეთ. კრემი მზადაა! წაისვით ღამით, დაწოლის წინ, დაბანილ კანზე. შედეგს დილიდანვე შეამჩნევთ - მბზინავი და გლუვი კანი! 95 შეფასება არ არის
|