x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მჯდომარე აბაზანის 7 რეცეპტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს
image

მჯდომარე აბაზანა ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს წყალში მხოლოდ თეძოები და დუნდულებია მოქცეული. ამის გაკეთების საშუალება ჩვეულებრივ აბაზანაში ან დიდ ტაშტშია შესაძლებელი. ძირითადად, მჯდომარე აბაზანას სამკურნალო ხასიათი აქვს: ამცირებს დიკომფორტს და ანთებას ან გაღიზიანებას სხეულის ქვედა ნაწილში. მას ექიმებიც ნიშნავენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აქვს გვერდითი მოვლენები.


1. აბაზანა მარილით

imageმარილი შესანიშნავი ანტიბაქტერიული საშუალებაა. მარილის მჯდომარე აბაზანებს მთელ რიგ შემთხვევებში იყენებენ, დაწყებული ჰემოროით და დამთავრებული კანის ქავილით. დაგჭირდებათ 1/4 ჭიქა მარილი და მაქსიმალურად ცხელი წყალი, რამდენადაც მოთმენას შეძლებთ. აბაზანის ხანგრძლივობა 30 წუთია.



imageმიუხედავად იმისა, გამოიყენებთ თუ არა სხვადასხვა დანამატებს ასეთი აბაზანისთვის, წყლის ამგვარი პროცედურები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, აბაზანის ხანგრძლივობა 15 წთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 10 ან 5 წუთიანი აბაზანა არაფერ სარგებელს არ მოგიტანთ.


2. საკვები სოდა

imageმჯდომარე აბაზანა სოდით რეკომენდებულია ინფექციების დროს, რამდენადაც სოდას ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. აბაზანის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 4-5 სუფრის კოვზი სოდა და თბილი წყალი. სოდა კარგად გახსენით წყალში და ისიამოვნეთ თბილი აბაზანით. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად 20 წთ ან მანამ, სანამ წყალი არ შეგრილდება.


3.ბალახები

imageეს აბაზანა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ქალებისთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ დედები. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ზღვის მარილი, 60 გრამი ლავანდა და 60 გრამი ჰამამელისი(შეგიძლიათ ეთერზეთებით ჩაანაცვლოთ), 60 გრამი მრავალძარღვა, 60 გრამი ათასფურცელა, 60 გრამი კალენდულა და 60 გრამი გვირილა.

imageშეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ ქაღალდის ან ქსოვილის პაკეტში. ჩაუშვით ცხელ წყალში და დაელოდეთ, სანამ მარილი სულ არ გაიხსნება. როცა წყლის ტემპერატურა კომფორტული იქნება, შეგიძლიათ აბაზანაც მიიღოთ.


4. ზეთები

imageამ აბაზანას მომადუნებელი და გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს, ამსუბუქებენ სქესობრივი დაავადებების სიმპტომებს.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა ინგლისური მარილი, 2 ს.კ. საჭმელი სოდა, 2ს.კ. ჰამამელისი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ლავანდისა და გვირილას ეთერზეთების 8-8 წვეთი. შეურიეთ სოდა და მარილი და შემდეგ დაამატეთ სხვა ინგრედიენტები. ჩაუშვით თბილ წყალში და მიიღეთ აბაზანა 15-20 წუთის განმავლობაში.


5. ლურჯი მოცვი

imageლურჯი მოცვის ფოთლების აბაზანა ეფექტურია შარდსასქესო სისტემის ინფექციებისა და ჰემოროის დროს. დაგეხმარებათ დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც.

აირეთ 2 ჩაის კოვზი ფოთლები, დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. ჩაასხით ნახარში წყალში და მიიღეთ 20 წუთიანი აბაზანა.


6.ჰამამელისი

imageჰამამელისი ამცირებს ტკივილს, ქავილს, სისხლდენას, რომელიც ჰემოროის ახლავს. აბაზანის მიღების ორი გზა არსებობს: ჩაუშვით წყალში 10 ფურცელი ჰამამელისი, ან გახსენით წყალში 1/4 ჭიქა ინგლისური მარილი ჰამამელისის ექსტრაქტით.


7. ვაშლის ძმარი

imageვაშლის ძმარი ნატურალური ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც უამრავ დაავადებას ებრძვის. ჩაასხით თბილ, მარილიან წყალში 1/2 ჭიქა ორგანული ვაშლის ძმარი. აბაზანის ხანგრძლივობა 15-20 წუთია.


0
1772
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0