საზოგადოება გერმანული voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა თავისი ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება 2018, 30 სექტემბერი, 18:37 გერმანული "ვოისის" გამარჯვებული ნათია თოდუა თავისი ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება. ნათიამ ახალი სიმღერა "ფრთამოტეხილი მაფშალია" აფხაზეთზე ჩაწერა და მისი პრემიერა სიმბოლურად - 27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. სიმღერაზე ასევე გადაღებულია კლიპი რომლის პრემიერა 1 ოქტომბერს კინოთეატრ "ამირანში" შედგება. კლიპის გადაღება განმუხურში, ანაკლიაში, ენგურის ხიდზე და სოფელ შამგონაში, ეგრეთწოდებულ აფხაზეთის საზღვრებთან მიმდინარეობდა. მუსიკის ავტორი დათო არჩვაძეა, ხოლო ტექსტი მამა პეტრე კოლხს ეკუთვნის. ნათიას განცხადებით სიყვარული ის ძალაა რაც ჩვენ აფხაზეთში დაგვაბრუნებს და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საერთო ენას გვაპოვნინებს. 76 1-ს მოსწონს
|