"გადატრიალება მეცნიერებაში - აქვს თუ არა გალაქტიკას გონება და შეუძლია თუ არა მას აზროვნება?.."
"გადატრიალება მეცნიერებაში - აქვს თუ არა გალაქტიკას გონება და შეუძლია თუ არა მას აზროვნება?.."
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მეცნიერები ნელ-ნელა იგებდნენ ძალიან უცნაურ ფაქტს ჩვენს გალაქტიკაზე: მისი "ფიზიკის კანონები" და სამყაროს თავდაპირველი პირობები სრულყოფილად შეესაბამება სიცოცხლის განვითარების შესაძლებლობას. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის განვითარებისთვის საჭიროა ფიზიკის რამოდენიმე ფუნდამენტალური კანონები - მაგალითად "გრავიტაციის ძალა" და "ელექტრონული მასა" - მოხვდნენ გარკვეულ დიაპაზონში და ეს დიაპაზონი ძალიან ვიწროა. და ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს, როგორიც ჩვენია, ძალიან მცირე შანსი ქონდა განვითარებულიყო და სიცოცხლე არსებულიყო. თუმცა ეს მოხდა.
ძლიერი ბირთვული ურთიერთქმედების მნიშვნელობა უნდა იყოს 0, 007. თუ ეს ეს მნიშვნელობა იქნებოდა 0, 006, ან უფრო მცირე, მაშინ სამყარო ერთი დიდი წყალბადი იქნებოდა. თუ ეს მნიშვნელობა იქნებოდა 0, 008 მაშინ წყალბადი წარმოქმნიდა მძიმე ელემენტებს. ორივე შემთხვევაში სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.
თუ გრავიტაცია ოდნავ ძლიერი იქნებოდა ვარსკვლავები წამოიქმნებოდნენ უფრო პატარა მატერიებისგან, იქნებოდნენ შედარებით პატარები და იცოცხლებდნენ გაცილებით უფრო ცოტა ხნით - მაგალითად მზე იარსებებდა 10, 000 წელი და არა 10 000 000 000 - და მას დრო არ ექნებოდა "შეექმნა სიცოცხლე". და ასევე თუ გრავიტაცია იქნებოდა უფრო სუსტი ვარსკვლავები გაცილებით ცივი იქნებოდა და ძალიან მალე განადგურდებოდნენ. ორივე შემთხვევაში სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.
უმეტესობას ჰქონია, რომ ასეთი დამთხვევები უბრალოდ "იღბლის" ამბავია - გაგვიმართლა და ახსნა არ სჭირდება. რასაც უმეტესობა არ ეთანხმება. ფიზიკოსმა, ლი სმოლინმა, თავის ნამუშევარში "კოსმოსის ცხოვრება" (1999), შეაფასა სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა, როგორც 1 10229-დან. "ჩემი აზრით, ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოთ ასეთ მიზერულ შანსს. გამართლება აქ არაფერ შუაშია. ჩვენ გვჭირდება ზუსტი პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი."
ამ ყველაფერს აქვს ორი ახსნა: თეიზმი ( теизм ) და უამრავი სამყაროს ჰიპოთეზა. თეისტები ამტკიცებენ, რომ სამყაროს ჰყავდა შემქმნელი და ხსნიან ამას "შემქმნელის" კარგი ზრახვებით - ანუ "შემქმნელმა" სამყარო შექმნა ზუსტად ისეთი, როგორიც საჭირო იყო სიცოცხლის არსებობისთვის. უამრავი სამყაროს ჰიპოთეზა პოსტალუალებულია უზარმაზარი, უსასრულო რაოდენობის ფიზიკურ სამყაროში, განსხვავდება ჩვენი საკუთარი სამყაროსგან, სადაც სხვადასხვა "მუდმივი" ხორციელდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი სამყარო არსებობს, შესაძლებლობა არსებობდეს ერთი სამყარო სადაც ცხოვრება შესაძლებელი იქნება და გალაქტიკა ზუსტად ისე იქნება მოწყობილი, როგორც საჭიროა არც ისე შეუძლებელი ჩანს.
ორივე ამ თეორიას შეუძლია ახსნას სამყაროს ეს შესაძლებლობა. პრობლემა იმაშია, რომ ისინი ცრუ პროგნოზებსაც აკეთებენ. თეიზმის თეორიის წინააღმედ შესაძლებელია გამოვიყენოთ ბოროტების არსებობა. თეიზმის თეორია ასევე ამტკიცებს იმას, რომ შესაძლებელია არსებობდეს სამყარო სადაც ის უარყოფითი არ იქნებოდა რაც ჩვენ სამაყროს გააჩნია. რაც, ჩემი აზრით, არც თუ ისეთი მყარი არგუმენტია.
როგორც ცნობილია ფიზიკა არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ვიგებთ ნივთიერებების მოქმედებას და ვერ ხერხდება მისი შინაგანი ბუნების გამომჟღავნება. ამის გათვლისწინებით ჩვენ რა შეგვიძლია გავიგოთ იმის შესახებ თუ რა ხდება სამყაროს "თავში"?.. ამერიკელი ასტრონომი, არტურ ედინგტონი, ამტკიცებდა, რომ ერთადერთი რამ, რაც სამყაროს შესახებ ვიცით ის, არის რომ მის ზოგიერთ ნაწილს აქვს გონება.
იდეა, რომ სამყაროს აქვს გონება და "აზროვნებს" გვაძლევს ექსტრავაგანტურ სურათს... ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა და თეორიების გარდა კიდევ უამრავი თეორია არსებობს ამ ყველაფრის შესახებ. შესაძლებელია ეს ყველაფერი უბრალოდ იმით აიხსნას, რომ სამყარო არ არის სიცოცხლისთვის შემქნილი, სიცოცხლე გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია სამყარო.. კამათი ამის შესახებ შესაძლებელია დაუსრულებლივ გაგრძელდეს, თუმცა რატომ არის დაუშვებელი, რომ სამყაროს ჰქონდეს გონება და აზროვნებდეს?..
იხილეთ ასევე: