5 მაგიური სტიქია - პენტაგრამა და დოდეკაედრი - ღმერთი და ეშმაკი ( და როგორ ხდება პირადი სტიქიის გამოთვლა )
პენტაგრამი წარმოადგენს ხუთქიმიან ვარსკვლავს. რომელიც შედგება, უკავშირდება ხუთ სტიქიას: მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი და სული. პენტაგრამი უძლიერესი მაგიური სიმბოლოა და მას იყენებენ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მიზნებისთვის.
მიწა - ბუნებრივი ძალები და პირველყოფილი ინსტინქტები. ეს არის დაბადება და სიკვდილი, ადამიანის ყველაზე რეალური სახე, ხანმრთელობა და სექსუალური ენერგია.
ცეცხლი - ძალები, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. ეს არის შექმნა და განადგურება, ასევე ფიზიკური ძალა.
წყალი - ყველაფერი ამოუხსნელი. ეს არის მაგია და საიდუმლო ძალა, რომელსაც ერთი შეხედვით ვერ დაინახავთ.
ჰაერი - ცოდნა და ინტელექტი. ეს არის თავისუფლება, სიახლეები, ასევე ჩარჩოების, სტერეოტიპების, დოგმების მსხვრევა.
სული - ამ ოთხი სტიქიის გამაერთიანებელი. ეს არის პენტაგრამის მთავარი განმსაზღვრელი. როდესაც სული წარმოადგენს ყველაზე მაღლა მდებარე ქიმს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნების სტიქიები გაერთიანებულია ჰარმონიის მისაღწევად და დასამყარებლად, მაგრამ როცა ქიმი ყველაზე დაბლაა მიმართული ეს ნიშნავს იმას, რომ ოთხი სტიქიის ძალა გადადის იმ ადამიანის ხელში, ვისაც პირადი ინტერესები ამოძრავებს.
პენტაგრამას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა დადებითი სიმბოლოს დატვირთვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო მის ძალაში და მას ეზოში, კარის ზღურბლზე, სახლში ხატავდა. ატარებდა როგორც თილისმას და სოფლებში შესასვლელ გზებზეც კი აშენებდა ქვებით. ალბათ ყველას გვინახავს ამობრუნებული პენტაგრამაც თხის თავით ან მის გარეშე, ეს კი სატანისტების სიმბოლოა დაახლოებით XVII საუკუნიდან. საინტერესოა რატომ მიაწერენ მას ორ საპირისპირო ძალას. და რატომ არის ასეთი არსებითი სხვაობა მის წაღმა და უკუღმა მხარეს შორის. ის ხო ერთი და იგივეა, გააჩნია საიდან შეხედავ. ისევე როგორც მაგია გააჩნია, როგორ გამოიყენებ! ამობრუნებული პენტაგრამა.
სატანა ქრისტეს ანტიპოდია, როგორც ვიცით ისევე როგორც ეს პენტაგრამები ერთმანეთის. სატანიზმის სიმბოლოდ დამკვიდრებულმა პენტაგრამამ განვითარების პიკს მეოცე საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში მიაღწია და აქტუალობას არ კარგავს. პენტაგრამა კი როგორც ვიცით ბევრად ადრეული პერიოდისაა. შუმერებმა 4 ათასწლეულის წინ შენიშნეს, რომ მთვარე თვეში გადიოდა 4 ციკლს და საწყის წერტილს უბრუნდებოდა 12 თვეში. ქვიშისა და მზის საათის (გნომინის) მეშვეობით კი დაადგინეს, რომ მზის ბუნიობის დღეს დღის და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და თითოეული მათგანი 12-ს უდრის. სამყაროს ის წრე კი რომელსაც მზე თავისი ხილული გზის – ეკლიპტიკის გავლას ანდომებს 12 თანავარსკვლავედად დაყვეს (დღევანდელი ზოდიაქო).
რაც შეეხება პირად სტიქიას
თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი სტიქია:
ცეცხლი - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
წყალი - კირჩხიბი, ღრიანკალი, თევზები.
მიწა - კურო, ქალწული, თხის რქა.
ჰაერი - მარჩბივი, სასწორი, მერწყული.
შემდეგ უნდა გამოთვალოთ სტიქიები სეზონის მიხედვით:
ცეცხლი - გაზაფხული, 22 მარტი - 21 ივნისი.
წყალი - ზამთარი, 22 დეკემბერი - 21 მარტი.
მიწა - ზაფხული, 22 ივნისი - 23 სექტემბერი.
ჰაერი - შემოდგომა, 24 სექტემბერი - 21 დეკემბერი.
შემდეგ გამოთვლა გრძელდება ეპოქისა და კვირის დღეების მიხედვით:
მიწის ეპოქა 1899 წლის ივლისიდან 1949 წლის ივლისამდე
ცეცხლი - სამშაბათი
წყალი - ორშაბათი, პარასკები.
მიწა - შაბათი, კვირა.
ჰაერი - ოთხშაბათი, ხუთშაბათი.
ჰაერის ეპოქა 1949 ივლისიდან 1999 წლის ივლისამდე
ცეცხლი - სამშაბათი, ხუთშაბათი.
წყალი - ორშაბათი პარასკები.
მიწა - შაბათი.
ჰაერი - ოთხშაბათი, კვირა.
წყლის ეპოქა 1999 წლის ივლისიდან 2049 წლის ივლისამდე
ცეცხლი - სამშაბათი, ხუთშაბათი.
წყალი - ორშაბათი, კვირა.
მიწა - შაბათი, პარასკები.
ჰაერი - ოთხშაბათი.
და ბოლოს, საჭიროა დაბადების საათის მიხედვით გამოთვლაც:
ცეცხლი - დილა, 6:00-12:00
წყალი - ღამე, 24:00-6:00
მიწა - შუადღე, 12:00-18:00
ჰაერი - საღამო, 18:00-24:00.
პროცენტები კი დაყოფილია ოთხ ნაწილად:
*60% - ზოდიაქოს შესაბამისი სტიქია
*25% - სეზონის შესაბამისი სტიქია
*10% - ეპოქის და კვირის შესაბამისი სტიქია
*5% - დაბადების საათის შესაბამისი სტიქია
ამობრუნებული პენტაგრამა.
სატანა ქრისტეს ანტიპოდია, როგორც ვიცით ისევე როგორც ეს პენტაგრამები ერთმანეთის.
ამობრუნებული პენტაგრამა ბაფომეტის გამოსახულებით.
სატანიზმის სიმბოლოდ დამკვიდრებულმა პენტაგრამამ განვითარების პიკს მეოცე საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში მიაღწია და აქტუალობას არ კარგავს. პენტაგრამა კი როგორც ვიცით ბევრად ადრეული პერიოდისაა. მას ვხვდებით სხვადასხვა ხალხების კულტურასა და წარმოდგენებში. მაგ.: არსებობს კელტური პენტაგრამაც და ა.შ.
დოდეკაედრი 12 წესიერი ხუთკუთხედისგან შემდგარი გეომეტრიული სხეულია, რომელსაც პენტაგრამის გულში ვხედავთ (ამ ხუთკუთხედში დიაგონალების აგებით პენტაგრამა მიიღება, რომელსაც გულში ისევ წესიერი პლატონისეული ხუთკუთხედი ექნება და ასე უსასრულოდ).
თუ დოდეკაედრში დავუშვებთ დიაგონალებს და ავაგებთ პენტაგრამას მივიღებთ წახნაგოვანი წრის ფორმას, რომელიც თვის თავში გაიმეორებს მზისა და მთვარის ციკლისა და სტიქიათა რაოდენობას. ეს პენტაგრამაში ისედაც არის. სიმბოლო პირდაპირ წრეშია ჩასმული, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ პლატონმა უბრალოდ დაშალა ის და სიმბოლურად გაართულა. თუ ჩავთვლით, რომ მოცემული მოსაზრება რეალურია და პენტაგრამა სწორედ ბიბლიური სოლომონის ბეჭედია, რომლითაც მთავარანგელოზი დაიბეჭდა უდაბნოში პირქვე. მივიღებთ უძლიერესი შეერთების სიმბოლოს – სამყაროსა და სიკეთის სიმბოლოს, რომელსაც ექნება უარყოფითი ძალებისგან დამცავი ყველაზე ძლიერი ბეჭედი, რომელიც უფალს გამოუყენები