x
image
ნინიკ
Justin Bieber-ს კანონთან ისევ პრობლემები აქვს
imageმართალია ის ცნობილი ვარსკვლავია, მაგრამ კანონს ვერსად გაექცევა. Justin Biebe-ს ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ ექმნება პრობლემები პოლიციასთან, პირველად ფოტოგრაფთან შეკამათების შედეგად და ეხლა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

დღეს კალიფორნიაში პოლიციამ იგი სიჩქარის გადაჭარბების გამო, რომელიც 80 მილს შეადგენდა საათში (128კმ/სთ), გააჩერა. როგორც ცნობილია იგი ფოტოგრაფისგან ცდილობდა თავის დაღწევას, რომელიც მას მიჰყვებოდა.

საგზაო ოფიცერმა Dennis Zine-მა განაცხადა, რომ ბიბერი თავის სპორტულ მანქანას გიჟივით მიაქროლებდა, იმის მიუხედავად, რომ საცობი იყო და მცირედი შეცდომასაც კი შეიძლებოდა ავარია გამოეწვია. პაპარაცი რომელიც მომღერალს მისდევდა, ასევე გიჟივით მიაქროლებდა მანქანას.

მომღერალს პოლიციამ "სიჩქარის ბილეთი" (speeding ticket) გამოუწერა.


ბიბერის ქრომირებული მანქანა Fisker Karm-მა ფინეთშია დამზადებული და 100 00 დოლარი ღირს. მანქანა მას დაბადების დღეზე მისმა მენეჯერმა აჩუქა.

imageimageimageimageimageimageimageimage





image

1
162
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
162
  
0 1 1