არქიტექტურა 18 საოცარი საბავშვო ოთახი, რომელშიც უფროსებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ 2018, 30 სექტემბერი, 14:03
საბავშვო ოთახისთვის დიზაინის შექმნა მარტივი არ არის, უნდა გამოძებნოთ ადგილი ყველაფრისთვის: სათამაშოებისთვის, ძილისთვის, სწავლისთვის... დავალება კიდევ უფრო რთული ხდება, როცა იმასაც აცნობიერებთ, რომ ოთახის მოწყობისას ბავშვის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ და თან, ეს ყველაფერი ერთად სასიამოვნო შესახედი და კომფორტული უნდა იყოს. თუმცა, ბევრი მშობელი და დიზაინერი ახერხებს, იპოვოს ბალანსი სილამაზესა და ფუნქციონალურობას შორის და საბოლოოდ, იქმნება ოთახები, რომლებშიც უფროსებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ.
სტატიაში გთავაზობთ ოთახის მოწყობის იდეებს ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის. ისიამოვნეთ! კოსმოსითუ თქვენს შვილს კოსმოსი უყვარს, შეგიძლიათ მის ოთახში მთელი მზის სისტემა მოათავსოთ.ზღვის სამყარომარტივად შეგიძლიათ ოთახის ზღვის სამყაროდ გადაქცევა, თუ კედლებს ისე მოხატავთ, როგორც სურათზეა და საწოლს ნავის ელფერს შესძენთ.ჯუნგლებიასეთი დიზაინი არაჩვეულებრივია აქტიური ბავშვებისთვის: ბევრი თავისუფალი ადგილი და ცოცვის შესაძლებლობა.ოთახი ტყუპებისთვისთუ ორი ბავშვის საწოლის განსათავსებლად ერთ ოთახში საკმარისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ სურათზე მოცემული იდეა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, მწვანე ფერი ოთახს უფრო ნათელს ხდის!ნათურა-პლანეტალურჯი კედლის, დათვის სურათის, ნათურის, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ვარსკვლავების კომბინაციას შეუძლია ჩვეულებრივი ოთახი ოცნების ოთახად გადააქციოს.საწოლი-ციხესიმაგრენახატი კედელზე და ციხესიმაგრისმაგვარი საწოლი ყველა ბავშვის ოცნებაა, ვისაც ზღაპრები და თავგადასავლები უყვარს. საწოლთან განთავსებული სასრიალო გაღვიძებას მეტად სახალისოს ხდის.მთებისაღებავები, ფუნჯები და ცოტა დრო - მხოლოდ ეს გჭირდებათ კედელზე მთების სურათის შესაქმნელად.საწოლი 4 ბავშვისთვისასეთი საწოლის გაკეთება მარტივი არ არის, მაგრამ შედეგად ნამდვილად ღირს, რადგან ყველა ბავშვს თავისი ადგილი ექნება.სხვენის იდეა თინეიჯერებისთვისთითქმის ყველა თინეიჯერს მოსწონს მინიმალიზმი: ამ ოთახში არასაჭირო რაღაცები არ არის და საწოლი ჰაერშია.ოთახი გუმბათის ქვეშჩვეულებრივი ოთახის ცირკად გადაქცევა რთული არ არის. ამისთვის მხოლოდ წითელი საღებავი და ცოტაოდენი მოთმინება გჭირდებათ.სამი ერთშისამი განცალკევებული საწოლის დადგმის მაგივრად სურათში მოცემული იდეის გამოყენება ბევრ ადგილს დაგიზოგავთ სახლში და ოთახიც უფრო თანამედროვე გამოდის.სოფლის ტიპის ოთახითეთრი ფერი ბავშვის ოთახისთვის კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ადგილს უფრო ნათელს და ვიზუალურად ფართოს ხდის. უჩვეულო სახლის ფორმის საწოლში კი ბავშვებიც და თინეიჯერებიც სიამოვნებით დაიძინებდნენ.ჰარი პოტერის ფანებისთვისაუცილებელი არაა, მხატვარი იყოთ, ჩვეულებრივი ოთახი რომ მაგიურად გადააქციოთ: ბავშვსაც კი შეუძლია მცენარეებისა და ვარსკვლავების დახატვა, კედელზე სიტყვების დაწერის დროს კი წიგნს ან Google-ს გამოიყენებთ.სახლი ჯუნგლებშიმაშინაც კი, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, რთლი არაა, თავი ჯუნგლებში იგრძნოთ - მხოლოდ სწორი სურათი და საწოლის გადასაფარებლები გჭირდებათ ამისთვის.უცხოპლანეტელების შემოსევაუბრალო დიზაინის მიუხედავად, კედლის ნახატის წყალობით მაინც ნათელია, რომ ეს ბავშვის ოთახია.ოთახი ორისთვისყველა საბავშვო ოთახს სჭირდება სილამაზისა და ფუნქციონალურობის კომბინაცია. ასეთ კონსტრუქციაში კი მოქცეულია დასაძინებელი ადგილი, სათამაშო ადგილი და ნივთების შესანახი თაროებიც.სახლი თამაშისთვის და სწავლისთვისასეთი სახლის დადგმა მარტო საძინებელ კი არა, მისაღებ ოთახშიც შეგიძლიათ. ბავშვს ექნება საკუთარი განცალკევებული კუთხე, სადაც თამაშსა და მეცადინეობას შეძლებს.მეცნიერებათეთრი და ლურჯი ფერი კარგი გადაწყვეტილებაა საბავშვო ოთახისთვის. ასეთი დიზაინის ოთახში თინეიჯერებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ.ასევე დაგაინტერესებთ:1. 15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის 2. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ბინა მხოლოდ 22 კვადრატული მეტრია 3. ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება 260 3-ს მოსწონს
|