x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩოხა თუ "ჩერქეზკა" - რომელმა ერმა შექმნა საერთო კავკასიური სამოსი?
იმერლები. 1873 წ.


"ოდითგანვე ქართული კულტურის მთელი რიგი ელემენტები კავკასიის სხვა ხალხებში ვრცელდებოდა. მათ შორისაა მატერიალური კულტურის ისეთი მაგალითი, როგორიცაა კავკასიური მამაკაცის სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხის, ხოლო მის ფარგლებს გარეთ "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი." როლანდ თოფჩიშვილი.


რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჩოხას მოიხსენიებენ "ჩერქეზკის" სახელით, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს იგი ადიღეელებმა შექმნეს და შემდეგ მათი მატერიალური კულტურის ეს ძეგლი სხვა კავკასიელ ხალხებში გავრცელდა, მაგრამ ეს ასე არ არის.


სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას "მატყლის სამოსელს უწოდებს". "საგულე" კი იგივე ახალუხია. ეს მისი ლექსიკონიდანაც ჩანს: "საგულე კაბის შიგნით საცვამი." ლექსიკოგრაფიაში კაბა განიმარტება, როგორც იგივე სამოსელი. ხოლო შემდგომ პერიოდში საქართველოში კაბა მხოლოდ ქალის სამოსელის სახელად დამკვიდრდა.



ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც ხევსურეთში "ჩოხა" ეწოდებოდა კაცის ჩასაცმელსაც და ქალისასაც: "შენ გინდა ქალის ჩოხაი, კარგი მანდილი თავზედა."


ამ სამოსს რუსებმა "ჩერქეზკა" მხოლოდ იმიტომ უწოდეს, რომ პირველად ჩერქეზების ტანზე ნახეს. თავად კავკასიელ ხალხთა ეთნოლოგი და მკვლევარი ე. სტუდენეცკაიაც აღნიშნავს, რომ თავის მიერ აღწერილ ამ სამოსს (ჩოხას) მხოლოდ პირობითად უწოდებს "ჩერქეზკას".


ჩოხა თუ "ჩერქეზკა" - რომელმა ერმა შექმნა საერთო კავკასიური სამოსი?


ჩოხა მამაკაცის ქართული სამოსის განვითარების შედეგად არის ჩამოყალიბებული და ეს შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ფრესკებიდანაც ნათლად ჩანს. ფრესკებზე ამ სამოსით გამოსახულნი არიან ტაძრის ქტიტორები, საქართველოში ჩოხა-ახალუხი თავდაპირველად ფეოდალური ზედა ფენის სამოსი იყო. ის ქართველ უფლისწულთა და დიდებულთა სადღესასწაულო სამხედრო შესამოსელს წარმოადგენდა. კავკასიაში უძველესი ჩოხის გამოსახულება ფრესკაზე შემორჩენილია სვანეთში. იენაშის მართლმადიდებლური ტაძრის კედელზე და ის XIII - XIV საუკუნით თარიღდება, რაც კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია ჩოხის საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელებისა.


სამასრეები ჩოხა-ახალუხს თოფის გამოგონების და კავკასიაში გავრცელების შემდეგ დაემატა. სწორედ ამ დროს გავრცელდა იგი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებშიც საქართველოდან, ვინაიდან ჩოხა თავისი სამასრეებით ძალიან მოსახერხებელი იყო ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი მამაკაცებისთვის, რომელნიც იმ პერიოდში ახლო თუ შორეულ მეზობლებთან განუწყვეტელი ბრძოლებითა და თარეშით იყვნენ დაკავებულნი.


ჩოხა-ახალუხის უტილიტარული ფუნქცია იმ დროისათვის უდავო და მეომრისთვის ძალიან მოსახერხებელი იყო, რამაც საქართველოდან მისი გავრცელება განაპირობა კავკასიის ყველა ხალხში და მათგან კი კაზაკებში.


XX საუკუნის განმავლობაში შეიცვალა ცეცხლსასროლი იარაღი და სამასრეებმა დაკარგა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა, თუმცა ის ჩოხა-ახალუხს მაინც შერჩა, როგორც მორთულობის ატრიბუტი და ვაჟკაცობის სიმბოლო. განაგრძეთ კითხვა



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ქართული სახელმწიფოები და სამთავროები

2. ქართველი მეფეები და მოღვაწეები - გიორგი გეგეჭკორი

3. იბერო-კოლხური ცივილიზაცია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1120
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1120
  
3 აპრილი, 11:24
საერთოკავკასიური სამოსი - ჩოხა წარმოიშვა შუა საუკუნეების ბიზანტიური და ქართული თავად-აზნაურობის სამოსიდან. მისი პირველი ნიმუშები ბიზანტიურ და ქართულ ფრესკებზეა გამოსახული. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში და ასეთი სტილის სამოსის ტარება გლეხობამაც დაიწყო. თოფის და ტყვიაწამლის გამოგონებასთან და გავრცელებასთან ერთად ჩოხას დაემატა მისი მთავარი შტრიხი - მკერდზე ტყვიების ჩასალაგებელი. ასეთ სამოსს ხშირად ატარებდნენ სვანი, მეგრელი და აფხაზი მონადირეები. თავისი პრაქტიკულობის და მოხდენილობის გამო ის ჩერქეზებში და ოსებშიც მალევე გავრცელდა, შემდეგ კი ვაინახებში. რუსებს პირველად ასეთ სამოსთან ჩერქეზებთან ურთიერთობის დროს მოუხდათ შეხება და ამიტომ ჩერქეზკა უწოდეს. მალევე ეს სტილი დაინერგა რუს კაზაკებში, რომლებიც ჩერქეზების ჩრდილოეთით დასახლდნენ და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ რუსეთშიც იმდენად, რომ მას ატარებდნენ ხოლმე თავად რომანოვები. მრავალი ქართველი გენერალი, გუბერნატორი და ოფიცერი იმპერიაში ატარებდა ჩოხას.
2020, 23 დეკემბერი, 14:44
Chokha or "Cherkezka" - which nation created the common Caucasian clothes?
"A number of elements of Georgian culture have long been extended to other peoples of the Caucasus. Among them is an example of material culture, such as Caucasian men's clothing, known in Georgia as Chokha-Akhalukhi, and abroad as "Cherkeska" (Circassian, Chercesian)" Roland Topchishvili.
In the Russian scientific literature, Chokha is referred to as "Cherkessk", which is associated with the fact that it was created by the Adyghe and then this monument of their material culture spread to other Caucasian peoples, but this is not the case.
Sulkhan-Saba Orbeliani calls Chokha "a woolen garment." "Heart" is the same as Akhalukh. This can also be seen from his dictionary: "Clothes inside a heart dress." In lexicography, a dress is defined as the same garment. In the following period, the dress was established only in Georgia as a woman's garment.
Even in the time of Vakhushti Bagrationi, in Khevsureti, "Chokha" was called both for a man and a woman.
The Russians called this garment "Circassian" only because it was first seen by Russians on the body of the Circassians. The ethnologist and researcher of the Caucasian peoples E. Studenetskaya also mentions that she describes this garment (Chokha) described by her only conditionally as "Circassian".
2020, 23 დეკემბერი, 14:44
Chokha is formed as a result of the development of Georgian men's clothing and this can be clearly seen from the medieval Georgian church frescoes. The frescoes depict the founders of the temple in these frescoes. In Georgia, Chokha-Akhalukhi was originally the clothing of the feudal upper class. It was a festive military robe of Georgian princes and nobles. The image of the ancient Chokha on the fresco in the Caucasus is preserved in Svaneti. On the wall of the Yenashi Orthodox Church and it dates back to the XIII - XIV centuries , which is another proof of the spread of Chokha from the territory of Georgia.
The tombs were added to Chokha-Akhalukhi after the invention of the rifle and its spread in the Caucasus. It was at this time that it spread to the peoples of the North Caucasus from Georgia as well, as Chokha with its shrines was very convenient for North Caucasian warrior men, who at that time were engaged in incessant fighting and looting with near or far neighbors.
The utilitarian function of Chokha-Akhalukhi was indisputable at that time and very convenient for the warrior, which caused its spread from Georgia to all the peoples of the Caucasus and from them to the Cossacks.
During the twentieth century, firearms were changed and cartridge-cases (Samasre) lost their practical significance, although it was still chosen by Chokha-Akhalukhi, as an attribute of decoration and a symbol of courage.
0 1 3