სისხლის სამართალი ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის მაღალჩინოსანი ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს 2018, 29 სექტემბერი, 18:44
გამოძიების დაწყების შემდეგ კვალმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან, გოგა გელაშვილთან მიიყვანა, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. ნარკოტიკების შემოტანის ფარული გეგმა გოგა გელაშვილმა, სიძესთან გიორგი ბახტაძესთან ერთად შეიმუშავა. ამის შემდეგ, გიორგი ბახტაძემ მებუკეს საზღვარგარეთ ნარკოტიკების შესაძენად თანხა გადასცა და მისი მგზავრობის ხარჯები დაფარა.თავის მხრივ გოგა გელაშვილი თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, როგორც პოლიციელი, არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაზე და მათი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებდა. კერძოდ, გოგა გელაშვილს თანამზრახველების დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მათთვის უნდა მიეწოდებინა უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაცია და სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო მხილების შესახებ გაეფრთხილებინა.
გოგა გელაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 81 3-ს მოსწონს
|