სააგენტომ countrymeters საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა
![სააგენტომ countrymeters საქართველო
გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების
სიაში შეიყვანა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/201809291827011618.png)
სააგენტომ countrymeters საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა
აღნიშნული სააგენტო მსოფლიოს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, საქართველოს მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა: ერის მთლიანი პოპულაცია 3 912 526 ადამიანია (1991 წელს იგივე მონაცემი 5.4 მილიონს შეადგენდა), აქედან 47.1% - კაცი და 52.9% - ქალი.
ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ტემპით მცირდება, რადგან ემიგრაციის კოეფიციენტი ყველა სხვა მონაცემს ერთი-ორად აჭარბებს. მაგალითისთვის, ამ
წელიწადში უკვე 9256 ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული.
ქვეყნის მოსახლეობის 85.5 % 15 წელზე უფრო დიდი ასაკისაა, აქედან 16% 64 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ახალგაზრდების რიცხვს აჭარბებს, ანუ „საქართველოს ასაკობრივი დიაგრამა, რეგრესული, მომაკვდავი ხასიათისაა".