ქალი და მამაკაცი სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ- რატომ ჩაიშალა ქორწილი ოზურგეთში 2018, 28 სექტემბერი, 23:26 შემთხვევა გურიაში, ოზურგეთში მოხდა. ქორწილი სარიტუალო დარბაზ "თამარიონში" იმართებოდა, თუმცა ის ფაქტობრივად ჩაიშალა. " ქორწილი ახალი დაწყებული იყო, როცა სიძეს მეგობრები მიადგნენ და გამოიყვანეს მაგიდიდან. შემდეგ წრე შეკრეს და ნეფე ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ და მესამეჯერაც, თუმცა ამჯერად მეგობრებს მისი დაჭერა დაავიწყდათ და მიბრუნდნენ მაგიდებისკენ, სიძე კი ძირს დაენარცხა და ცუდად გახდა, ვერ სუნთქავდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, იქიდან მეორე დღეს გამოწერეს." თვითმხილველების თქმით, სიძეს და მის მეგობრებსაც მარიხუანა ჰქონდათ მოწეული. პატარძალი გორიდან იყო და სტუმრებმა მასპინძლებს გორის მარიხუანა "გაასინჯეს". სწორედ "გორის მარიხუანას" აბრალებენ ყველაფერს, რადგან ის ძლიერი იყო, ადგილობრივთან შედარებით. 662 4-ს მოსწონს
|