x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137399
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
“სამოქალაქო დაპირისპირების კერები ჯერ ლოკალურია, მაგრამ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს!”

imageპოლიტიკურ ბრძოლაში წინასაარჩევნო პიარს გადამწყვეტიმნიშვნელობა აქვს. ქართული პოლიტიკური პიარისპლუსებსა და მინუსებზე ”საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი, პიარ-სპეციალისტი სოსო გალუმაშვილი საუბრობს:


- ბატონო სოსო, პიარმა, რომელიც თავისი არსით დადებითი ტერმინია, ბოლო დროს ნეგატიურიდატვირთვა შეიძინა - პარტიების ნაბიჯები მუდმივად წინასაარჩევნო პიარად ფასდება...


- თუ სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნით, “პიარი” ქართულად “საზოგადოებასთან ურთიერთობას” ნიშნავს და ამიტომ, მისი უარყოფით კონტექსტში ხსენება გაუმართლებელია. ისე, თუ დააკვირდებით, პიარის ნეგაიურ კონტექსტში გამოყენება, წინა წლებისგან განსხვავებით, მკვეთრად შემცირებულია. პარტიებმა პიარი, ლიდერებმა კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ანა-ბანა ისწავლეს და ის ტექნოლოგიები აითვისეს, რომლებიც, პრაქტიკულად, განსაზღვრავს ელექტორატის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიის მიმართ, ამიტომ, უკვე ერიდებიან არასწორი ფრაზეოლოგიისა თუ ტერმინების გამოყენებას. სიმართლე უნდა ითქვას და, მმართველმა პარტიამ, რომელიც პიარს მეცნიერულ დონეზე იყენებს და მისი მნიშვნელობა გასიგრძეგანებული აქვს, დიდი როლი ითამაშა ოპოზიციური პარტიების მხრიდან პიარ-ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების დაჩქარებაში - თუ ადრე ოპოზიციას პოლიტიკურ გამოცოცხლებას არჩევნებამდე ორიო თვით ადრე ვამჩნევდით, ახლა წინასაარჩევნო ბრძოლა გაცილებით ადრე დაიწყო. მმართველი პარტია კი, მუდმივ და უწყეტ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

- ასეთი დინამიური პიარის მიუხედავად, მმართველ პარტიის შეცდომებზე რას იტყვით?

- პოლიტიკურ ბრძოლაში შეცდომები გარდაუვალია. გუნდში კარგი სტრატეგებისა და ტაქტიკოსების ყოფნის მიუხედავად, ყველა სცენარსა და მოდელს ვერ განიხილავ და ყველა კრიზისულ სიტუაციაზე გამზადებული რეცეპტი, ბუნებრივია, ვერ გექნება, შეცდომების დაშვებისა და მათზე რეაგირების პრევენციულ ზომად შეიძლება, ჩაითვალოს სტრატეგიული ხაზსა და კურსიდან არგადახვევის პოზიცია. მთავარია, გამოუსწორებელი სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვა, თუმცა ე.წ. ფანები ბევრ რამეს პატიობენ რჩეულ პარტიას ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს მედიის როლიც - ის ვინც აკონტროლებს მედიას და ფლობს ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს, ადვილად მართავს ინფორმაციულ ნაკადს და მანიპულირების უნარიც შესწევს. შედეგად, ვიღებთ სიტუაციას, როცა ყველაზე მძიმე მარცხი საზოგადოებას ყველაზე დიდ გამარჯვებად მიეწოდება. მაგალითად, 2008 წლის გამოკითხვებში საქართველოს საზოგადოების ნახევარზე მეტს სჯეროდა, რომ რუსეთთან ომში გავიმარჯვეთ. მოკლედ, პროპაგანდას უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

- წინა საარჩევნოდ კონკურენტებისგან მტრის ხატისშექმნა “ენ-დი-აი”-მ ნეგატიურად შეაფასა.სხვის ცუდ “ბეგრაუნდზე” ლაპარაკი მართველ გუნდზე ცუდად არ მუშაობს?

-ტენდენცია, რომელსაც სათავე დამოუკიდებლობის მიღებისთანავე დაედო, 20 წლის შემდეგაც ძალაშია:სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები, რეალურად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან. რასაკვირველია, ბრძოლა უნდა იყოს წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეს არ უნდა დაემსგავსოს ომს, რომელიც აუცილებლად მოწინააღმდეგის განადგურებით უნდა დასრულდეს. პოლარიზაცია იმდენად თვალსაჩინოა, რომ საზოგადოება თავად გრძნობს დენთის კასრს. სახეზეა პროცესების რადიკალიზაცია - სამოქალაქო დაპირისპირების კერები ჯერ ლოკალურ დონეზეა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ამ საკითხში უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს.
მახსენდება “მოქალაქეთა კავშირისა” და “აღორძინების”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “მოქალაქეთა კავშირის” დაპირისპირებები 1999 და 2003 წლებში. თუ გავიხსენებთ 1999 წლის არჩევნებს, ეს იყო, პრაქტიკულად, ომი, თუმცა მაშინ არ იყო ამდენი დაპატიმრება, მაგრამ იყო ტრანსპორტის დაზიანება, გვირაბების გადაკეტვა, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, არაკანონიერი აკრძალვები. ეს ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება, ამ ფერხულში ხელისუფლება (რადგან ძალაუფლება აქვს) ძალაუნებურად რთავს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და, რეალურად, ვიღებთ სიტუაციას, როცა პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პლატფორმებითა და პროგრამებით კი არ იბრძვიან, არამედ, - ფიზიკურად.

თუკი გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტების მსგავსი ინციდენტები უნდა გამოვრიცხოთ! ეს უნდა გააკეთოს ნეიტრალურმა მხარემ, ასეთი მხარე კი, უნდა იყოს პოლიცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საქმე ასეთ ინციდენტამდე არ მივიდეს!

- მერეთის ინციდენტმა 2003 წლის არჩევნებამდე ქვემო ქართლში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტიხომ არ გაგახსენათ, როცა ქვები დაუშინეს? რატომ იმეორებს “ვარდების” ხელისუფლებაწინამორბედის შეცდომებს?

- აბსოლუტურად სწორი პარალელია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა, ამ მიმართულებით ცვლილება არ ხდება. სანამ ძალადობა არ იქნება დასჯადი, სიტუაცია არ შეიცვლება და ეს ყველა პოლიტიკურ ძალას კარგად უნდა ესმოდეს.

- ბატონო სოსო, ერთ-ერთი ინტერვიუში თქვით, მოდაში ემოციური ლიდერი აღარააო. რასგულისხმობდით?

- დიახ, თვითმმართველობის არჩევნების წინ სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაიწყეს კამპანიები და მათი მცდელობა, საკუთარი თამაში წესები შეეთავაზებინათ მმართველი პარტიისთვის, დაგვიანებული იყო. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც არჩევნებისთვის მზადება 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო, მოახერხა და არჩევნების ე.წ. წითელ ხაზად ეკონომიკური და სოციალური საკითხები წამოსწია და მთელი კამპანია, სწორედ ამ მიმართულებით წარმართა. ამომრჩეველს მეურნე უნდა აერჩია და ასეთი პოზიციონირებისთვის ემოციურობა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. დღეს კი, განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით და განსაკუთრებულობა მომავალ არჩევნებს, სხვათა შორის, მმართველი პარტიის სურვილი საწინააღმდეგოდ, ჩვენი ქვეყნის მეგობარმა სახელმწიფოებმა და მათმა ლიდერებმა შესძინეს. სწორედ მათი მცდელობით, ჩვენი საზოგადოების ყურადღებაც უფრო მეტად გამახვილებულია და კონცენტრირებულია წინასარჩევნო პროცესებზე. ამიტომაცაა განსხვავებული ეს არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებისგან. ფაქტია, რომ ჩვენ ხვალინდელ პოლიტიკურ კურსს ვირჩევთ, საითკენ გააგრძელებს ქვეყანა მოღვაწეობას, როგორი ურთიერთობა ექნება მეზობლებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და. ა.შ. ამიტომ ლიდერის ზომიერ ემოციურობას მეტი დატვირთვა აქვს. თავად ქართული საზოგადოებაც ემოციურია, ლიდერიც უემოციო არ მოსწონს და, ალბათ, შეამჩნევდით - დამშვიდებული, გაწონასწორებული ივანიშვილისგან ნელ-ნელა ვიღებთ ლიდერს, რომელსაც მეტი ემოცია შემოაქვს თავის გამოსვლებში. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებობს ასეთი მოთხოვნა და ბატონი ივანიშვილი პასუხობს ამ მოთხოვნებს.

- ამომრჩეველი საკმაოდ რთულ ვითარებაშია - ჭირს ობიექტური ინფორმაციის მიღება, ტელევიზიებიც მხარეებად იქცნენ...


- ამომრჩევლმა უნდა გაუძლოს 4 თვე, მოუსმინოს ყველა არხს შესაძლებლობის ფარგლებში და როგორმე უნდა გამოიტანოს დასკვნა. ყველაზე ცუდი ზარმაცი ამომრჩეველია, რომელსაც ეზარება მოსმენა. მნიშვნელოვანია არჩევნების დღეს აქტიურობაც, რადგან არჩევნებზე მისვლა და სასურველი კანდიდატისა თუ პარტიის შემოხაზვა, მხოლოდ პროცედურა არაა, ამაზეა მომავალი კეთილდღეობა დამოკიდებული. ამიტომ, უნდა გავიაზროთ და ვისწავლოთ ჩვენი პასუხისმგებლობის გამოყენება. გავიჭირვოთ ეს ოთხი თვე, რათა მომავალი 4 წელი არ გვქონდეს პრობლემები, პირველ რიგში, საკუთარ თავთან!

მაკა დეკანოსიძე, „ქართული სიტყვა“/ for.ge

0
73
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0